ცნობილი მსახიობის ნაომი უოტსისა და მისი ყოფილი მეუღლის ლივ შრაიბერის ვაჟი რა ხანია, მედიის ყურადღების ცენტრშია. წლებია, ბიჭი გოგონას სამოსით დადის და მშობლები მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებაში.
ამჯერად 14 წლის სემუელ კაია თეთრი მაქმანებიანი კაბით გამოჩნდა გამოსაშვებ საღამოზე. ამ ეტაპზე კაია თავს გრძნობს, როგორც გოგო და ასევე გამოიყურება. მაკიაჟსაც იკეთებს ბოლო დროს და მის ფოტოებს ნაომი ხშირად ავრცელებს სოციალურ ქსელში.
ჰოლივუდში ამ მოვლენას რა ხანია უწოდეს "შაილოს ეფექტი", ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილის პატივსაცემად. მან სამი წლისამ გამოაცხადა, რომ ბიჭობა უნდოდა და ჯონი უნდა დაეძახათ. მშობლებიც არ შეეწინააღმდეგნენ და შაილო წლები იმოსებოდა, როგორც ბიჭი. სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა კაბებს და როგორც ჩანს, საბოლოოდ გოგოობა გადაწყვიტა.
ასევე გოგონების სამოსით დადიან მეგან ფოქსისა და შარლიზ ტერონის ვაჟები. ცოტა ხნის წინ კი ჯენიფერ ლოპესმაც გამოაცხადა, რომ მისი გოგონა, ტყუპისცალი ემა, ჯერჯერობით ვერ გაერკვია საკუთარ გენდერულ კუთვნილებაში და ჯერჯერობით უფრო ბიჭობისკენ აქვს მიდრეკილება.
ანჯელინა ჯოლის ქალიშვილის ცეკვა ინტერნეტს იპყრობს - იხილეთ ვიდეო
რატომ აცმევს მეგან ფოქსი სამივე ვაჟს გოგონებივით - ცნობილი მსახიობის განმარტება
რატომ აცმევენ ვარსკვლავი დედები ბიჭებს გოგოებივით და გოგოებს - ბიჭებივით?