ბევრი წყვილი ოჯახის შექმნას სწორედ ზაფხულის პერიოდში გადაწყვეტს ხოლმე. უამრავ სხვა საკითხთან ერთად, კონკრეტული თარიღის არჩევაც მნიშვნელოვანია და როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, ამას ოჯახური ბედნიერებისა და ჰარმონიული ცხოვრების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, წყვილები ხშირად პროფესიონალების რჩევას ითვალისწინებენ და ქორწინების თარიღს ისე არჩევენ.
უფრო კონკრეტულად, ნუმეროლოგებმა 2022 წლისთვის ქორწინების იდეალურ თარიღად
28 ივლისი დაასახელეს. ნუმეროლოგიაში ეს გამარჯვების დღეა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ დღეს მოაქვს იღბალი, განვითარება და ახალი შესაძლებლობები.
28 ივლისს შექმნილი ოჯახი ბედნიერი იქნება და მეუღლეები ერთმანეთის კარგი მეგობრები, სანდო თანამოაზრეები და გულწრფელი მხარდამჭერები იქნებიან. მოსუმენენ ერთმანეთის გრძნობებს, სიხარულსა თუ დარდს. სიყვარულის გარდა, ეს კავშირი ცოლ-ქმარს საერთო ინტერესებს მოუტანს, მოგზაურობა და სასიამოვნო თავგადასავალი ელით.
ციფრები აჩვენებს, რომ 28 ივლისი ძლიერი ენერგიითაა სავსე და ადამიანებისათვის იღბალი მოაქვს. ამ დროს თითოეულ ჩვენგანში პოზიტიური დამოკიდებულება იღვიძებს და სწორი მიმართულებით მივყავართ.
სხვათა შორის, 28 ივლისი კარგი დღეა არა მხოლოდ ქორწილისთვის, არამედ ხელის მოწერისა და ქორწინების რეგისტრაციისთვის. იდეალური კავშირი იქნება იმ წყვილებისთვის, რომლებსაც შემოქმედებითობა, ხელოვნებისადმი ინტერესი აერთიანებთ. უჯახურ ურთიერთობაში ვნება და სიყვარული მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2022 წლის 28 ივლისს შექმნილი ოჯახი ძალიან ძლიერი იქნება და რაც უფრო დიდხანს იქნება ცოლ-ქმარი ერთად, მით უფრო საინტერესო გახდება მათი ცხოვრება. ნუმეროლოგები განმარტავენ, რომ ამ დღეს შექმნილი ოჯახი ბედის ნამდვილი ფავორიტია და შესაძლოა, ცხოვრების განმავლობაში არაერთი მოულოდნელი სიურპრიზი შეხვდეთ. ექნებათ ფინანსური სარგებელიც, თუმცა მთავარია, რომ ოჯახში პასუხისმგებლობები ორივე მხარემ სწორად გადაინაწილოს. სპეციალისტების თქმით ამ დღეს შექმნილ ოჯახში სულ სიმშვიდე და სტაბილურობა დაისადგურებს და ეს მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, ნათესავებისთვის სასიამოვნო შეკრებების ადგილი გახდება.