მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ქალიშვილთან ერთად სურამში ისვენებს და იქიდან აქვეყნებს ფოტოებს. გამომწერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ალექსანდრა მშვენიერ ფორმაშია და მშობიარობის შემდეგ სრულად დაუბრუნდა უწინდელ მდგომარეობას.
სურამიდანვე გამოაქვეყნა ალექსანდრამ დავით კოდუასთან ერთად გადაღებული ფოტოები - როგორც ცნობილია, სწორედ ბიზნესმენი დავით კოდუაა მისი ქალიშვილის მამა და წყვილი რა ხანია, ერთადაა. ალექსანდრა მას ემოციურ ტექსტსაც უძღვნის:
"დათოზე რომ ვფიქრობ უამრავი კარგი და სასიამოვნო ემოცია, ფიქრი, ფანტაზია მერთვება, გავცურდები ხოლმე სიყვარულის და შემოქმედების ტალღებში…. თუმცა, ახლა არ მოგაწყენთ ამით თავს. უბრალოდ მინდა, მთელმა დედამიწამ იცოდეს, როგორი კარგი ადამიანია, მაგრამ ისიც ჩემი მოგონილია მგონი, რომ არასაჭიროა ყველამ იცოდეს რამე, ვინმეზე, ზოგადად… მოკლედ, გკოცნით ყველა კარგ ადამიანს, იყავით შეუდრეკელი და ჯიუტად მისდიეთ ოცნებებს!"