ქალაქ თბილისის მერია სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებზე სწავლების დაფინანსებას უზრუნველყოფს და როგორც დედაქალაქის სოციალურ პროგრამაშია განმარტებული, ეს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები. როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პროგრამებით სარგებლობა შეუძლია ოჯახიდან ყველა ბავშვს, რომელთა ასაკიც 18 წლამდეა.
რას მოიცავს ქვეპროგრამა?
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:
- ფეხბურთი - 50 ლარი
- ტანვარჯიში - 35 ლარი
- ცურვა - 70 ლარი
- სხვა სახეობები - 30 ლარი
როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, ცურვის წრეზე დარეგისტრირებიდან 3 თვის განმავლობაში შეგიძლიათ ატაროთ ბავშვები უფასოდ, ხოლო სხვა დანარჩენ წრეებს კონკრეტული ლიმიტი არ აქვს.
მომსახურების მიღება ხორციელდება სპორტული სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. საცურაო აუზების შემთხვევაში, საცურაო აუზის ადმინისტრაციისადმი მიმართვით ან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ქვეპროგრამაში რეგისტრაციისათვის შექმნილი სპეციალური სისტემის საშუალებით (
https://my.tbilisi.gov.ge/#/guest/login), რომელშიც ბენეფიციარი ქმნის საკუთარ გვერდს. აღნიშნულ გვერდზე ბენეფიციარს აქვს საშუალება იხილოს ინფორმაცია მიმდინარე ეტაპზე პროგრამაში ჩართული ყველა საცურაო აუზის შესახებ და ირჩევს სასურველ აუზს.
ხოლო, სპორტული სკოლების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქალაქ თბილისის მერიას ცხელ ხაზზე: 032 272 22 22
თამარ იაკობაშვილი