"იძინე მშვიდად, ჩემო ანგელოზო. მიყვარხარ სამუდამოდ..." - 31 წლის მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა
"იძინე მშვიდად, ჩემო ანგელოზო. მიყვარხარ სამუდამოდ..." - 31 წლის მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ. ”ვერ და არ მინდა დავიჯერო ლევან”, – დაწერა რამდენიმე ხნის წინ სოფო ბედიამ.

კომენტარებში ბევრი კითხულობდა, რა დაემართა ლევან კბილაშვილს, სოფომ ერთ-ერთ კომენტარს უპასუხა და კომენტარის სახით დაწერა: ”მეგობრებო, ბოლოს ყავარჯნებით დაიდიოდა, ძვლების პრობლემა ჰქონია. როგორც მითხრეს, დღეს კარები შეუმტვრევიათ და 10 საათის გარდაცვლილი ყოფილა”, – დაწერა კომენტარის სახით სოფო ბედიამ.

ლევან კბილაშვილი ჯერ საქართველოში მონაწილეობდა მუსიკალურ პროექტებში, შემდეგ კი რუსეთში. იქაურ „ვოისში“ წარმატებით მონაწილეობდა -
მეშვიდე სეზონის მონაწილე იყო. პროექტზე
ლევანის „მწვრთნელი“ იყო ცნობილი კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე.
შემდეგ რუსეთში მუშაობდა. ხშირად გამოდიოდა რუსული ესტრადის ვარსკვლავ ლუბა უსპენსკაიასთან, რომელმაც მისი გარდაცვალების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
mshoblebi
ლუბა უსპენსკაიასთან ერთად

"დღეს საუკეთესო მეგობარი დავკარგე, ძმა, მეგობარი, ნიჭიერი არტისტი ლევან კბილაშვილი... არ მჯერა, რომ ამას ვწერ... ჯერ კიდევ წინა დღეს მივიღე მისგან მესიჯი და ვიდეო კონცერტიდან, დღეს კი აღარ არის... ვერ აღვწერ ჩემს მწუხარებას... არ მჯერა... იძინე მშვიდად, ჩემო ანგელოზო. მიყვარხარ სამუდამოდ", - აღნიშნა უსპენსკაიამ.

30367
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნათელში, ლევან! შენი ლამაზი სული!
25
ამ ბოლო დროს, კარგი წესიერი და ნაღდი ქართველები მიდიან იმქვეყნად, ვინ რჩებიან? დაბოლილები და ქვეყნის მოძულეები, რომლებსაც შენი საქართველო სულ ცალ ფეხზე კიდიათ, მთვარია ევროპა და ამერიკა ყავდეთ "კარგად". 20-ივნისს, რომ მივიდნენ სტუდენტობა და ითხოვდნენ ევროპაში გვინდაო, თქვე კაი დედ-მამიშვილებო ჯერ გაიხსენეთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიები: დავით-გარეჯი, სამაჩაბლო, აფხაზეთი, მაგათზე ჩაატარეთ მიტინგები და აქციები და მერე დაგიჯერებთ ერი და ბერი. რაზე მივაყოლე, გული მტკივა ასეთი კარგი ახალგაზრდები, რომ კვდებიან როგორიც იყო ლევან კბილაშვილი და მართლა საქართველოზე შეყვარებული ახალგაზრდები და ვის რჩებათ ჩვენი ტანჯული საქართველო? ნაცების მიერ გადაგვარებულ ახალგაზრდებს! ვაი ჩვენი ცოდვა!
12:31 / 22-06-2022
zura
3
ღმერთმა ნათელში ამყოფოს კარგი მომღერალი და ნაღდი ვაჟკაცი
09:38 / 22-06-2022
მსგავსი სიახლეები