ცნობილი ქართველი მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ. ”ვერ და არ მინდა დავიჯერო ლევან”, – დაწერა რამდენიმე ხნის წინ სოფო ბედიამ.
კომენტარებში ბევრი კითხულობდა, რა დაემართა ლევან კბილაშვილს, სოფომ ერთ-ერთ კომენტარს უპასუხა და კომენტარის სახით დაწერა: ”მეგობრებო, ბოლოს ყავარჯნებით დაიდიოდა, ძვლების პრობლემა ჰქონია. როგორც მითხრეს, დღეს კარები შეუმტვრევიათ და 10 საათის გარდაცვლილი ყოფილა”, – დაწერა კომენტარის სახით სოფო ბედიამ.
ლევან კბილაშვილი ჯერ საქართველოში მონაწილეობდა მუსიკალურ პროექტებში, შემდეგ კი რუსეთში. იქაურ „ვოისში“ წარმატებით მონაწილეობდა - მეშვიდე სეზონის მონაწილე იყო. პროექტზე ლევანის „მწვრთნელი“ იყო ცნობილი კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე.
შემდეგ რუსეთში მუშაობდა. ხშირად გამოდიოდა რუსული ესტრადის ვარსკვლავ ლუბა უსპენსკაიასთან, რომელმაც მისი გარდაცვალების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ლუბა უსპენსკაიასთან ერთად
"დღეს საუკეთესო მეგობარი დავკარგე, ძმა, მეგობარი, ნიჭიერი არტისტი ლევან კბილაშვილი... არ მჯერა, რომ ამას ვწერ... ჯერ კიდევ წინა დღეს მივიღე მისგან მესიჯი და ვიდეო კონცერტიდან, დღეს კი აღარ არის... ვერ აღვწერ ჩემს მწუხარებას... არ მჯერა... იძინე მშვიდად, ჩემო ანგელოზო. მიყვარხარ სამუდამოდ", - აღნიშნა უსპენსკაიამ.