აგარაკზე კომფორტისთვის VELI.store შეკვეთას უფასოდ, მხოლოდ 3 საათში მოგიტანს
აგარაკზე კომფორტისთვის VELI.store შეკვეთას უფასოდ, მხოლოდ 3 საათში მოგიტანს
თბილისში ტემპერატურის მატებასთან ერთად VELI.store კომფორტს ახლა უკვე აგარაკზეც შეგიქმნით.

VELI.store ციფრული საყიდლების ველია, რომლის მისია მომხმარებლებისთვის შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესება და გამარტივებაა.

ამ მიზნით, VELI.store-მა ინოვაციური სერვისი შექმნა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ქალაქის სიცხესა და ქაოსს გაექცეთ, თან ისე, რომ საყიდლებისთვის უკან დაბრუნება არ მოგიწიოთ.

სერვისს ანალოგი საქართველოში აქამდე არ ჰქონია, რასაც მომხმარებელი კეთილგანწყობითა და დიდი მოლოდინებით შეხვდა. ახლა მათთვის აგარაკზე დასვენება მეტ განტვირთვასთან და ნაკლებ სანერვიულოსთან ასოცირდება.

მაშინაც კი, თუ თქვენი ზაფხული მაინც სამუშაოსთანაა დაკავშირებული და დასვენება მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებთ,
VELI.store-ის დახმარებით ამ დღეებს მხოლოდ
განტვირთვისთვის გამოიყენებთ, რადგან სასურველ პროდუქტებს შაბათ-კვირასაც, მხოლოდ 3 საათში მიღებთ.

ვებგვერდზე არსებული 12 კატეგორიიდან, შეძლებთ, შეარჩიოთ პროდუქტები ბავშვების დასამახსოვრებელი დასვენებისთვისა და მშობლების სასიამოვნო განტვირთვისათვის. მათ შორის:

  • ბავშვთა კვების წამყვანი ბრენდები
  • საუკეთესო პროდუქტები ბავშვების მზისგან დასაცავად
  • აქსესუარები კვების პროცესის გამარტივებისთვის
  • ელექტრო მოწყობილობები მშობლებისა და ბავშვებისათვის
  • საბავშვო ინვენტარი მეტი კომფორტისთვის და ა.შ.

ვებგვერდის შექმნისას გუნდმა გაითვალისწინა მომხმარებლის განწყობა და მაქსიმალურად გაამარტივა რეგისტრაციისა და შეძენის პროცესი.
VELI.store-ის შეთავაზების ფარგლებში, პირველ შენაძენს 10₾-ით ნაკლებად თქვენთვის მოსახერხებელ 3 საათში მიიღებთ. მეტი დეტალი ნახეთ აქ.

ამჟამად, VELI.store-ის სერვისით სარგებლობა, თბილისის გარშემო, 13 ლოკაციაზე შეგიძლიათ. მათ შორის: საგურამო, წიწამური, მცხეთა, წყნეთი, ზედა და ქვედა კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წოდორეთი, მუხათწყარო, თხინვალი, ნაფეტვრები, შინდისი და წავკისი.
R
61
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები