"ასე გა­მო­გა­ცი­ლეს მოს­კო­ვის ქარ­თუ­ლი ტაძ­რი­დან, დედი... ახლა ჩვენ გე­ლო­დე­ბით აქ, ქარ­თულ მი­წა­ზე" - ლევან კბილაშვილის დედის პოსტი და ვიდეო - მშობლები

"ასე გა­მო­გა­ცი­ლეს მოს­კო­ვის ქარ­თუ­ლი ტაძ­რი­დან, დედი... ახლა ჩვენ გე­ლო­დე­ბით აქ, ქარ­თულ მი­წა­ზე" - ლევან კბილაშვილის დედის პოსტი და ვიდეო

2022-06-23 12:41:37+04:00


მოულოდნელად გარდაცვლილ ახლგაზრდა მომღერალს, ლე­ვან კბი­ლაშ­ვილს, რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. ლევან კბილაშვილის ცხედარი მოსკოვში მდებარე ქართული ტაძრიდან გამოასვენეს, პატივის მისაგებად მისული ადამიანების ტაშის ფონზე. ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოს მომ­ღერ­ლის დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

"აი, ასე გა­მო­გა­ცი­ლეს მოს­კო­ვის ქარ­თუ­ლი ტაძ­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით, დედი. მთე­ლი მოს­კო­ვი იქ იყო­ვო... დედი, ახ­ლოს არ უშ­ვებ­დნენ არა­ვის, ზღვა ხალ­ხი იყო­ვო. დედი, ყვე­ლას უნ­დო­და ახ­ლო­დან დამ­შვი­დო­ბე­ბაო. დედი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვი მი­გა­გეს შვი­ლო, მგო­ნი იქა­უ­რებ­საც არ ღირ­სე­ბი­ათ ასე­თი პა­ტი­ვი.

ეს ვინ ყო­ფილ­ხარ, შვი­ლო, ახლა ჩვენ გე­ლო­დე­ბით აქ, ქარ­თულ მი­წა­ზე, ქარ­თუ­ლი დრო­შით, შენ შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლი ქა­თუ­ლი საქ­მე იქ უკვე გა­ა­კე­თე, გე­ნაც­ვა­ლოს დედა შენ, შვი­ლო..." - წერს მე­ლი­ტა ფურ­ცე­ლა­ძე.

alt"იძინე მშვიდად, ჩემო ანგელოზო. მიყვარხარ სამუდამოდ..." - 31 წლის მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა