მოულოდნელად გარდაცვლილ ახლგაზრდა მომღერალს, ლევან კბილაშვილს, რუსეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. ლევან კბილაშვილის ცხედარი მოსკოვში მდებარე ქართული ტაძრიდან გამოასვენეს, პატივის მისაგებად მისული ადამიანების ტაშის ფონზე. ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოს მომღერლის დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"აი, ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან საქართველოს დროშით, დედი. მთელი მოსკოვი იქ იყოვო... დედი, ახლოს არ უშვებდნენ არავის, ზღვა ხალხი იყოვო. დედი, ყველას უნდოდა ახლოდან დამშვიდობებაო. დედი, განსაკუთრებული პატივი მიგაგეს შვილო, მგონი იქაურებსაც არ ღირსებიათ ასეთი პატივი.
ეს ვინ ყოფილხარ, შვილო, ახლა ჩვენ გელოდებით აქ, ქართულ მიწაზე, ქართული დროშით, შენ შენი გასაკეთებელი ქათული საქმე იქ უკვე გააკეთე, გენაცვალოს დედა შენ, შვილო..." - წერს მელიტა ფურცელაძე.
"იძინე მშვიდად, ჩემო ანგელოზო. მიყვარხარ სამუდამოდ..." - 31 წლის მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა