საქართველოში 43 წლის ქალი მე-14 შვილის დედა გახდა. როგორც
"სამხრეთის კარიბჭე" იტყობინება, მრავალშვილიანი დედა ნინოწმინდაში, სოფელ განძაში მცხოვრები, ვარდუჰ ღაზარიანია. მან რამდენიმე დღის წინ, 43 წლის ასაკში, მე–14 შვილი, დანიელი გააჩინა. დედა–შვილი თავს კარგად გრძნობს, ისინი მალე ახალქალაქის კლინიკას დატოვებენ.
ვარდუჰი, სომხეთიდან, ქალაქ გიუმრიდან არის. ნინოწმინდაში 19 წლის ასაკში გარიგებით გაათხოვეს. ამბობს, რომ მისი ოცნება იყო რომ დედა გამხდარიყო, თუმცა ამდენი შვილის გაჩენაზე არასდროს უფიქრია.
პირველი შვილი 20 წლისას ეყოლა. ახლა უფროსი ვაჟი 23 წლისაა, პატარა კი რამდენიმე დღის: ჰაკობი, ალექსანი, ჰოვჰანნესი, მანუკი, ნარე, ჰარუთიუნი, დავითი, არფინი, მარიამი, გოჰარი, მკრტიჩი, ლუსინე, ანგელინა და დანიელი.
14–დან 2 შვილი სტუდენტია, ერთი აბიტურიენტი, დანარჩენები კი სკოლასა და ბაღში სწავლობენ.
„ძალიან წყნარი ბავშვები არიან, მთელი დღე გარეთ თამაშობენ. დამოუკიდებლად შეუძლიათ ტანსაცმლის გამოცვლა. ბავშვების გაზრდაში უფროსი გოგოები მეხმარებიან. სადაც სიყვარულია იქ ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელია“, - ამბობს ვარდუჰი.
წაიკითხეთ სრულად