"მამობა ძალიან მაგარია, მით უმეტეს, ჩემს ასაკში... ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მეუღლე მყავს და ასე უყვარს შვილი" - დათო ხუჯაძე ცოლ-შვილზე - მშობლები

"მამობა ძალიან მაგარია, მით უმეტეს, ჩემს ასაკში... ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მეუღლე მყავს და ასე უყვარს შვილი" - დათო ხუჯაძე ცოლ-შვილზე

2022-06-25 15:48:01+04:00
ტელეიმედზე გადაცემაში "ნოესთან" მომღერალმა დათო ხუჯაძემ სხვა თემებთან ერთად, მამობაზე და მეუღლეზე ისაუბრა.

"მამობა ძალიან მაგარია, მით უმეტეს, ჩემს ასაკში. დღეს 4 თვის არის ჩემი უმცროსი ქალიშვილი ილა... მაგარი გოგოა, რამე თუ არ მოსწონს, წამოიყვირებს, გეჩხუბება... ლაპარაკსაც კი ცდილობს უკვე...
mshoblebi
ჩემი მეუღლე ძალიან ლამაზი ქალბატონია. ძალიან მაგარი დედაა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და მისთვისაც. განსაკუთრებით იმ მომენტებში ჩანს ეს, როცა ბავშვი წითლდება, ნერვიულობს, რაღაც უნდა და დედამ რომ იცის, რა უნდა და ყოველგვარი აგრესიის გარეშე, სულ ტკბილად ელაპარაკება. სულ ეფერება. მე ამაში ვხედავ სიამოვნებას და ამით ვარ ბედნიერი, რომ ასეთი მეუღლე მყავს და ასე უყვარს შვილი". 
mshoblebi
დათო ხუჯაძის მეუღლე ეკა დალაქიშვილია. ისიც მუსიკის სფეროდანაა - სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ას­რუ­ლა და ლოტ­ბა­რია.
დათო ხუ­ჯა­ძე ერთხელ უკვე იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში. მისი მე­უღ­ლე ნა­თია ონი­ა­ნი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. და­თოს და ნა­თი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი მე­ლა­ნოც შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­დნენ.


altდათო ხუჯაძის ქორწილის ამსახველი კადრები - როგორი ქორწილი გადაიხადა მომღერალმა ჩაქვში