პაპარაცები მოწმენი გახდნენ ამ ინციდენტის, რომელიც გუშინ ლოს-ანჯელესში მოხდა. ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესსა და 10 წლის ვაჟ სემიუელთან ერთად ელიტურ ავტოსალონში მივიდა. იქ 225-ათასდოლარიანი ტვითელი ლამბორჯინი აირჩია ტესტდრაივისთვის და მისი დაქირავების თანხაც გადაიხადა - 1475 დოლარი დღეში.
რატომღაც გადაწყვიტა, რომ ბავშვი უნდა დაესვა საჭესთან. მანაც, როგორც კი დაძრა, უკან მდგარ BMW-ს შეასკდა. ამ დროს ჯენიფერი უკანა სავარძელზე იჯდა. ბენი მაშინვე გამოვარდა მანქანიდან და დაიწყო სიტუაციის შეფასება. პაპარაცებმა კი დრო იხელთეს და გადაუღეს ფოტოები.
ბენმა და ჯენიფერმა ბავშვი დაამშვიდეს - როგორც ჩანს, კარგად იყო შეშინებული. საზოგადოებისგან კი, რომელმაც ფოტოები ნახა, მსახიობს კრიტიკის მოსმენა მოუწია ამ უპასუხისმგებლო საქციელის გამო.