“ბულბული” - აუდიო ზღაპრების ქართული აპლიკაცია
“ბულბული” - აუდიო ზღაპრების ქართული აპლიკაცია

თუ ბავშვებისთვის ზღაპრების წაკითხვას ან ამბების მოყოლას ხშირად ვერ ახერხებთ, მაგრამ იმასაც ხვდებით, რომ ეს მათი განვითარებისთვის აუცილებელია, შეგიძლიათ, საბავშვო აუდიო ზღაპრების აპლიკაციით, სახელწოდებით „ბულბული“ (www.bulbuli.ge) ისარგებლოთ. აქ ქართული და მსოფლიო ზღაპრები, პროფესიონალი მსახიობების მიერ,
მრავალფეროვანი ხმოვანი ეფექტებითა და მუსიკით, ქართულ ენაზეა გახმოვანებული. აპლიკაცია ხელმისაწვდომია გადმოსაწერად iOS და Android მოწყობილობებისთვის,
mshoblebi
ამჟამად ბაზაშია შემდეგი კატეგორიები: ანდერსენის ზრაპრები, მსოფლიო კლასიკა, ქართული ხალხური, შარლ პეროს ზღაპრები და ძმები გრიმების ზღაპრები. ზღაპრების რეგულარულ და მუდმი განახლებასთან ერთად, დამატების პროცესშია ძილისპირული ზღაპრები, რომლებიც შედარებით ნელი
ინტონაციითა და მშვიდი მუსიკით არის
გახმოვანებული. უმეტესად, ზღაპრები მრავალხმოვანია, რაც იმას გულისხმობს, რომ ზღაპრის თითო გმირი თითო მსახიობის მიერ არის გათამაშებული. ზღაპრებს ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი მსახიობები ახმოვანებენ.
mshoblebi
“ბულბულის” შემქმნელების თქმით, აპლიკაციით სარგებლობის რამდენიმე მთავარი საბაბი არსებობს - მგზავრობისას, კვებისას, მაშინ, როდესაც მშობელი ძალიან დაკავებულია და ვერ ახერხებს ბავშვისთვის რაიმეს წაკითხვას ან მოყოლას და ძილის წინ - როდესაც ბავშვი ბუნებრივად უნდა გადავიდეს სიფხიზლიდან ძილში.
აპლიკაციის მეშვეობით ბავშვებს საშუალება ეძლევათ მოისმინონ გამართული მეტყველება, გაიუმჯობესონ მეხსიერება და მოსმენის უნარი, გაიღრმავონ წარმოსახვა და ფანტაზია, გამოიმუშავონ გამართული თხრობის სტილი, გაზარდონ სიტყვათა მარაგი, დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა, ნაკლები დრო გაატარონ ტელეფონის ეკრანთან და რაც მთავარია, ბავშვობიდან შეიყვარონ წიგნები. ცნობილი ფაქტია, რომ ის ბავშვები, რომლებიც ძილის წინ ზღაპრებს რეგულარულად ისმენდნენ, კითხვის სწავლის შემდგომ ჩვევად იმუშავებდნენ ძილის წინ წიგნების კითხვას.

როგორ ვისარგებლოთ აპლიკაციით?

აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ: http://link.bulbuli.ge/PR. მას შემდეგ, რაც გადმოწერთ აპლიკაციას და დარეგისტრირდებით, საშუალება გაქვთ უფასოდ მოისმინოთ რამდენიმე ზღაპარი, რათა დარწმუნდეთ შესრულების მაღალ ხარისხში. ამის შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ თქვენს პატარას შეუძინოთ სრული წვდომა ზღაპრების მუდმივად განახლებად აუდიობაზაზე, რომლის ღირებულებაც თვეში 3.99 ლარია (ან 40 ლარი წელიწადში). ყოველ ხუთ დღეში ერთხელ აპლიკაციას ახალი ზღაპარი დაემატება, რათა პატარებს მუდმივად ჰქონდეთ არჩევანის საშუალება და სიახლის მოლოდინი.
mshoblebi
“ვეცდებით, რომ ”ბულბული” ყველა ქართულად მოსაუბრე ბავშვისთვის და მათი მშობლებისთვის საყვარელი აპლიკაცია გახდეს და მათ დიდი ხნის მანძილზე ბევრი სიხარული მივანიჭოთ” - ამბობენ აპლიკაციის ავტორები.

mshoblebi

R


112
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები