"საშინელი პირობები, გაბერილი ფასები, დაბინძურებული სანაპიროები, მერე ბავშვი აიკიდებს რამე ინფექციას და ჩაგმწარდება ყველაფერი..."
"საშინელი პირობები, გაბერილი ფასები, დაბინძურებული სანაპიროები, მერე ბავშვი აიკიდებს რამე ინფექციას და ჩაგმწარდება ყველაფერი..."
ზაფხულის არდადეგები დასვენებისათვის კარგი პერიოდია. სწორედ ამ დროს მშობლები ცდილობენ, შვილები სხვა გარემოში წაიყვანონ, მისცენ სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გართობის შესაძლებლობა. თუმცა, ბოლო პერიოდში, გაზრდილი ფასებისა და გადასახადების ფონზე, შვილების დასვენება ბევრი მშობლისთვის გამოწვევა გახდა და ბევრმაც საერთოდ უარი თქვა მასზე. ვკითხეთ მათ, ახერხებენ თუ არა ბავშვების სხვა გარემოში წაყვანას და საკუთარი დაკვირვებით, რამდენად შეცვლილია ფასები. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
  • ფასები საკმაოდ მომატებულია, ამიტო სახლში ვრჩებით.
  • ნეტა სოფელი მაინც მქონდეს, მაინც ჰაერის გამოცვლაში ითვლება. სოფლები და მიწებიც გაძვირდა, უცხოელები თუ იყიდიან და
    დაისვენებენ. ჩვენ ემიგრაციაში ამოგვხდეს სული…
  • შარშან
    ივლისში ვისვენებდით შეკვეთილში 2 დიდი + 2 ბავშვი, კვებით, 170 ლარად. წელს იგივე რაოდენობა, იმავე პერიოდში და პირობებით 350 ლარია.
  • ყველაფერი რომ გაძვირებულია, ეგ კი მესმის, მაგრამ ზღვაზე რომ ფასები აწიეს და კატასტროფა ფასები დაადეს რუსი და უკრაინელი ტურისტების გამო, ქართველებს ნეტავ როდესმე ითვალისწინებდნენ რამეში? აი, ეგ არ მესმის რა...
  • საშინელი ფასებია ყველგან. რაჭაში მინდოდა ბავშვების წაყვანა და ერთი ღამე 100 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. მაგდენი ფული რომ იყოს, ანტალიაში უფრო იაფად დავისვენებდი.
  • რა კითხვა უნდა იმას, რომ ყველაფერი გაძვირებულია და საშინელი ფასები აქვს ყველაფერს. პატრონი არ გვყავს და ვართ ასე. წავალთ მშობლებთან სამეგრელოში, ზღვაც არის და მთაც. სოფელიც მაქვს და ყველაფერია.
  • სურამში (ბაიანთხევში) ფასი საკმაოდ მომატებულია, ამიტომ დღეების რაოდენობის შემცირება მომიწევს, სულ არწასვლას ასე მირჩევნია..
  • ჯინოში წელს ზეციური ფასები ყოფილა. 2 მშობელი და ბავშვი 160 ლარი... ნეტავ ამ ყველაფერს ვინმემ მიხედოს. მშობლები დოლარებს ვერ ვჭრით და ბავშვებს ყველაფერზე თვალი რჩებათ.
  • ფასები ყველაგან ისეთია, სამწუხაროდ, ბევრი ვერ სწვდება და საკუთარი სოფლის გარდა, ვერსად ახერხებს ბავშვების წაყვანას. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფრის ფასი მომატებულია, საწვავიდან დაწყებული პურით დამთავრებული, ადრე თუ ორივე სოფელში ვახერხებდი წაყვანას, ამ წელს ერთში წავალთ.
  • მთავარია, უცხოელები ხომ შესწვდებიან, ქართველები ვის რაში აინტერესებს? ჩვენ ამოგვხდეს სული სიცხეში, ქალაქში, მუშაობაში გროშებისთვის, თვიდან თვემდე კი არა, კვირიდან კვირამდე რომ არ გვყოფნის და ლამის პურსა და წყალზე დავრჩით.
  • წაიყვან, თორემ ისეთ მომსახურებას მიიღებ... საშინელი პირობები, გაბერილი ფასები, დაბინძურებული სანაპიროები, მერე ბავშვი აიკიდებს რამე ინფექციას და ჩაგმწარდება ყველაფერი... აქ ამდენ ნერვიულობას და ამდენი ფულის გადაყრას, რომ მქონდეს, მართლა თურქეთში დავისვენებდი.

alt"ამოჩემებული კურორტები, სადაც, ვითომდა რაღაც განსაკუთრებული ჰაერია, არავითარ სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ემყარება"

alt"ბავშვის ჯანმრთელობისათვის ყველაზე კარგი აღმოსავლეთ საქართველოს მთაა" - ყარამან ფაღავას რეკომენდაციები მშობლებს


 


12446
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
ლალუკა
3
ნეტა რომელ დროს არ იყო ძვირი, ბავშვობაში სად იყო დასვენების საშუალება, ნუ ჩვენ სოფელში ვცხოვრობდით და მდინარეც გვქონდა და საჭმელ-სასმელიც, მაგრამ კურორტზე ვინ წაგიყვანდა. 90 წლებში ბახმაროში ბაზუკათი თუ გაბედავდი წასვლას თორემ შიშით ვინ გაიხედავდა, ახლა კიდევ კატასტროფა ფასები, გურული მყავს შვილები და ნამყოფიც არ არიან იქ. 2000 წლებში სურამში ვისვენებდი სანატორიუმში და იმდენი ფული გადავიხადე ხილის ფული აღარ მრჩებოდა.
14:20 / 02-07-2022
ნიკა
9
ამას საბაზრო ეკონომიკა ჰქვია. მგონი გვინდოდა საბაზრო ეკონომიკა არა? რას ითხოვთ მთავრობამ დააწესოს ფასები?
19:34 / 01-07-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები