"დღეს რუსიკოს დაბადების დღეა" - ამ მინაწერით გამოაქვეყნა ვიდეო მსახიობისა და ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის მეუღლემ მარიტა მელიქიშვილმა. გიორგის დედა რუსუდან კაჭარავა 63 წლის გახდა და შვილმა და რძალმა საზაფხულო ტორტი მიართვეს.
როგორც მარიტამ აღნიშნა ცოტა ხნის წინ, დედამთილს რუსოს ეძახის: "რუსიკო დეიდას ვეძახდი ხოლმე და ძალიან არ მოსწონდა. ახლა რუსიკო, რუსო - ასე ვეძახი ხოლმე შინაურულად. ძალიან ახლო და მართლა არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს", - ამბობს მარიტა.