"კარგი ძილი, ცოტა მზე და მუშაობა..." - 73 წლის ცნობილმა დიზაინერმა ახალგაზრდობის საიდუმლო გაამხილა - მშობლები

"კარგი ძილი, ცოტა მზე და მუშაობა..." - 73 წლის ცნობილმა დიზაინერმა ახალგაზრდობის საიდუმლო გაამხილა

2022-07-02 05:34:34+04:00
მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი ვერა ვონგი 27 ივნისს 73 წლის გახდა. გუშინ გაუზიარა დაბადების დღის წვეულების ფოტოები გამომწერებს სოციალურ ქსელში. იუბილარი ჯერ ვარდისფერი სამოსით, მინი-შორტებით იყო, მერე კი კროპ-ტოპით და მინი-ქვედატანით გამოჩნდა. თავზე გვირგვინი ედგა ვარდისფერი ქვებით და თმაც ვარდისფრად შეეღება. ამავე ფერში იყო გაფორმებული წვეულება და ტორტი.

ეს გამა მან იმისთვის აირჩია, რომ თავისი წარმოების ვარდისფერი ღვინო პროსეკო დაერეკლამებინა. 
mshoblebi
რასაკვირველია, ყველა აღფრთოვანდა მისი გარეგნობით. ნამდვილად ვერ იფიქრებ, რომ ვერა 73 წლისაა. ყოველმხრივ შესანიშნავად გამოიყურება. როგორც თვითონ ამბობ, ახალგაზრდობის საიდუმლო ასეთია: მუშაობა, კარგი ძილი, კოქტეილი და ცოტა მზე.