კატოს პერსონაჟი მოძალადისგან ყოფილმა შეყვარებულმა იხსნა, თითქოსდა ინერტულმა და ინდიფერენტულმა მაქსიმემ, რომელმაც გაცილებით მეტი შეუპოვრობა და თანაგრძნობა გამოავლინა, ვიდრე თუნდაც გოგონას მეგობრებმა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სერიალის ფეისბუქგვერდიდან:
- ნამდვილი კაცობა დაა კაი ბიჭობაა ყურადღებაში, სათამაშოებში და საჩუქრებში არ ვლინდება...მოძალადე ვითომ კაი ბიჭი!!!!!!
- ყველაზე სწორი გადაწყვეტილება! მაქსიმე კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო აუცილებლად
- მაქსიმე მიხვდა, რომ სახლში წასვლა და კატოს ცემა ან სიკვდილი ერთი იქნებოდა. ბრავო მაქსიმეს, არ ველოდი.
- ძალადობააა ყოველთვის უნდა დაიგმოს. დევდარიანმა ამ სცენით კიდევ ერთხელ დააამტკიცა, რომ დროა საკუთარი თავის და სიცოცხლის დაფასება ვისწავლოთ ქალებმა. დროა გავიაზროთ, რომ სიჩუმეე და თავის დახრა ყოველთვის გამოსავალი არ არის. ზოგჯერ ძალადობას არ ეტყობა, რომ ძალადობაა. აი ეს გადმოგვცააა სცენარისტმა.
- გეიმერი მაქსიმე, რომელიც მთელი სერიალის განმავლობაში პასიური პერსონაჟი იყო, და არანაირ ვაჟკაცურ თვისებებს არ ამჟღავნებდა, გამოდგა ბევრად უფრო ადამიანური, გაწონასწორებული და მამაცი, ვიდრე ერთი შეხედვით "საოცნებო" სოსო, რომელიც მოძალადე, აგრესორი და ნაბი*** აღმოჩნდა. ყველა ქალი იმსახურებს მინიმუმ გვერდში დგომას და დაცვას, ოჯახის წევრებისგან მეგობრებისგან და სრულიად საზოგადოებისგან, რომ დააღწიოს თავი ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ზეწოლას. ბრავო, ამ სერიამ დაგვანახა როგორ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის!
- პოტენციურ მოძალადეში რეალურად მშიშარა კაცმაცუნა იმალება, კომპლექსების ბუდეში გადახვეული და შეკაზმული, რომელიც მატერიალიზმით ცდილობს ქალის მოთაფვლას. დევდარიანს respect