"პოტენციურ მოძალადეში რეალურად მშიშარა კაცმაცუნა იმალება... ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა ქალისთვის, ვინც ასეთი ადამიანებისგან ითმენს დამცირებას!"
"პოტენციურ მოძალადეში რეალურად მშიშარა კაცმაცუნა იმალება...  ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა ქალისთვის, ვინც ასეთი ადამიანებისგან ითმენს დამცირებას!"
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" წლევანდელი ეპიზოდი დასრულდა და ფინალურ სერიას, რომელშიც ორი აგრესორი და მოძალადე დამარცხდა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ქალები მოძალადე ქმრებისა და ყოფილი ქმრების მსხვერპლნი ხდებიან.
კატოს პერსონაჟი მოძალადისგან ყოფილმა შეყვარებულმა იხსნა, თითქოსდა ინერტულმა და ინდიფერენტულმა მაქსიმემ, რომელმაც გაცილებით მეტი შეუპოვრობა და თანაგრძნობა გამოავლინა, ვიდრე თუნდაც გოგონას მეგობრებმა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სერიალის ფეისბუქგვერდიდან:

  • ნამდვილი კაცობა დაა კაი ბიჭობაა ყურადღებაში, სათამაშოებში და საჩუქრებში არ ვლინდება...მოძალადე ვითომ კაი ბიჭი!!!!!!
  • ყველაზე სწორი გადაწყვეტილება! მაქსიმე კი არა,
    ვინც არ უნდა ყოფილიყო აუცილებლად
    ზურგი უნდა შეექცია სოსოსთვის. ადამიანი, რომელიც მეგობრებთან, ოჯახთან, ნაცნობებთან ასე გარცხვენს და გაკომპლექსებს, + ამას ხელით გეხება, სხვა დასასრული არც შეიძლება რომ ჰქონდეს და ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა ქალისთვის, ვინც ასეთი ადამიანებისგან ითმენს დამცირებას!!! კატოს მეგობრების პოზიცია რაღაც კუთხით გასაგებიცაა, რადგან ასეთ დროს არავის უნდა ჩარევა, ესეც იმიტომ რომ თავიანთ მეგობარს სცენ პატივი.
  • მაქსიმე მიხვდა, რომ სახლში წასვლა და კატოს ცემა ან სიკვდილი ერთი იქნებოდა. ბრავო მაქსიმეს, არ ველოდი.
  • ძალადობააა ყოველთვის უნდა დაიგმოს. დევდარიანმა ამ სცენით კიდევ ერთხელ დააამტკიცა, რომ დროა საკუთარი თავის და სიცოცხლის დაფასება ვისწავლოთ ქალებმა. დროა გავიაზროთ, რომ სიჩუმეე და თავის დახრა ყოველთვის გამოსავალი არ არის. ზოგჯერ ძალადობას არ ეტყობა, რომ ძალადობაა. აი ეს გადმოგვცააა სცენარისტმა.
  • გეიმერი მაქსიმე, რომელიც მთელი სერიალის განმავლობაში პასიური პერსონაჟი იყო, და არანაირ ვაჟკაცურ თვისებებს არ ამჟღავნებდა, გამოდგა ბევრად უფრო ადამიანური, გაწონასწორებული და მამაცი, ვიდრე ერთი შეხედვით "საოცნებო" სოსო, რომელიც მოძალადე, აგრესორი და ნაბი*** აღმოჩნდა. ყველა ქალი იმსახურებს მინიმუმ გვერდში დგომას და დაცვას, ოჯახის წევრებისგან მეგობრებისგან და სრულიად საზოგადოებისგან, რომ დააღწიოს თავი ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ზეწოლას. ბრავო, ამ სერიამ დაგვანახა როგორ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის!
  • პოტენციურ მოძალადეში რეალურად მშიშარა კაცმაცუნა იმალება, კომპლექსების ბუდეში გადახვეული და შეკაზმული, რომელიც მატერიალიზმით ცდილობს ქალის მოთაფვლას. დევდარიანს respect
15596
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ნინო
3
ნეტა არ ბოდავდეთ რა. ვის გესიამოვნებოდათ ცოლი დაბ დღეზე გაუშვათ და ყოფილ საყვარელს მიყუდებული დაგხვდეთ
09:44 / 05-07-2022
ქეთევან
0
ხომ თქვა დოჩიმ მაქსიკოზე,ეგ ყოფილა კაცი,პიროვნებაო,ე,თუ არა
00:56 / 05-07-2022
ნმმმ
0
დათოს კომენტარს ვეთანხმები.
17:14 / 04-07-2022
დათო
3
ყველაზე ღირებული სამყაროში ერთგულებაა. ალბათ ადამიანს ღალატის გარდა ყველაფერი შეიძლება ეპატიოს. კატო? სერიალში ყველაზე გაფუჭებული ქალია.
11:30 / 04-07-2022
. . . . .
0
ისე მინახია მე გოგოები, რომლებიც ჭკუაზე არა არიან როცა მათი რჩეულები, გარშემო მყოფების მიმართ უპატივცემულობას იჩებენ, კი ძალადობენ ხშირად. მათი მხრიდან მსგავს საქციელს იმით ამართლებენ, რომ თურმე მათ Love-ს შთაბეჟდილება უნდა მოახდინონს მათზე :( აი მაშინ უნდა აქციონ ზურგი მსგავს ტიპებს, შედეგად კი ისინიც დაფიქრდებიან ბევრ რამეზე და დარწმუნებული ვარ ბევრი შეიცვლის გარშემო მყოფთა მიმართ დამოკიდებულებას. მოკლედ ყველა ცოდავს მოძალადედ ადამიანის ჩამოყალიბებაში (ეს მოძალადე ქალიც შეიძლება იყოს და კაციც) და პირველ როგში ოჯახი, საზოგადოებაც რათქმაუნდა, მაგრამ ოჯახი თუ მაგრად დადგა, სწორად დაანახა მოზარდს რა არის კარგი რა ცუდი და ვისგან უნდა აიღოს მაგალითი მოზარდმა ბევრი სპრობლემა მოგვარდება, რაშიც აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ.
10:34 / 04-07-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები