სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ იწყებს ყოველკვირეულ ტოპ შეთავაზებებს, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული პროდუქცია 60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. სააქციო პროდუქცია ყოველი კვირის დასაწყისში შეიცვლება და ფასდაკლება კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც „პეპელაში“ განმარტავენ, ახალი შეთავაზება ხარისხიან სათამაშოებზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობის მიზნით ინერგება.
„პეპელა“ უკვე წლებია, მომხმარებელს სერტიფიცირებულ ხარისხიან სათამაშოებს სთავაზობს. ჩვენ გარკვეულ ასორტიმენტზე ყოველთვის გვაქვს ფასდაკლება, თუმცა ამჯერად მომხმარებლებს უფრო მეტ, 60%-იან ფასდაკლებას შევთავაზებთ. აქციას ერთჯერადი სახე არ ექნება და შეთავაზებები ყოველკვირეულად განახლდება,“ - აცხადებენ კომპანიაში.
მიმდინარე კვირის შეთავაზებებია ფაზლი და კონსტრუქტორი. ანბანი ფაზლი ხელს უწყობს ხელის თვალის კოორდინაციისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებას. რეკომენდებულია 2 წლიდან ბავშვებისთვის.
„სლუბანის“ კონსტრუქტორი ტიტანიკი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან და რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის. აღნიშნულ პროდუქტებს მიღებული აქვს CE, ROHS და ISO სერტიფიკატები.
განსაკუთრებული ფასდაკლებით სათამაშოების შეძენა „პეპელას“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი. სამომავლოდ, 60%-იანი ფასდაკლებით უფრო მეტი დასახელების პროდუქტის შეთავაზება იგეგმება.
R