ვენდოთ თუ არა იმპორტირებულ საზამთროს: "ყველა ნიმუშში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება"
ვენდოთ თუ არა იმპორტირებულ საზამთროს: "ყველა ნიმუშში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება"


სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ საზამთროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა, საბითუმო და სავაჭრო ობიექტებიდან იმპორტირებული საზამთროს ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

კვლევის შედეგებით, აღებული 12 ნიმუშიდან, ყველა მათგანში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება.

მათივე ინფორმაციით, დარღვევებთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა.

„ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის განთავსების აღკვეთა/ამოღება/განადგურება.

სააგენტო განაგრძობს ბაზარზე განთავსებული საზამთროს ნიმუშების აღებასა და კვლევას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

altსაზამთრომ რომ არ მოგწამლოთ - საჭირო რჩევები

alt"საზამთრო და ნესვი მავნე ნივთიერებებს მიწიდან ღრუბელივით ისრუტავს" - ქართული

საზამთროსა და ნესვის კვლევის შედეგები


861
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ვგფფ
0
ყველა უბანში იყიდება წუთასაც და რატომ არ კრძალავთ? ან რო შემოდის და შეუმოწმებლად უშვებთ ეგ რაღაა. ეხლა სდიეთ
14:34 / 05-07-2022
dali
0
კი მაგრამ საზღვარზე რომ შეამოწმოთ ხომ შეიძლება,ეხლა ყველა ვერ ნახავს ამ ინფორმაციას და უყიდიან ბავშვებს.ეს ვერ მოგიგვარებიათ,რა გვეშველება არ ვიცი!!!!!
12:46 / 05-07-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები