სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი დაკარგული გოგონას შესახებ, რომელიც სახლიდან 6 დღის წინ გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა. ლიკა გიორგობიანის დედა, ხათუნა გიორგობიანი წერს:
"ისევ ვეძებ ჩემს შვილს უკვე მე5 დღეა და მივმართავ კეთილ ადამიანებს ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ გადაიზიარეთ პოსტი, რომ მთელმა საქართველომ ნახოს. ლიკა, დედი, თუ ამ ნაწერს წაიკითხავ, გთხოვ დამიბრუნდი, შემიცოდე, მეტს ვეღარ უძლებს გული".
22 წლის ლიკას ძიები პროცესში პოლიცია ჩაერთო. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიპში თავისი სახლიდან 30 ივნისს დილას გავიდა და აღარ გამოჩენილა.