ცნობილია, რომ იაპონელები საოცრად ეკონომიურები არიან და ეს მათი ცხოვრების ყველა ასპექტს ეხება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ზედმიწევნითი დახარისხებიდან დაწყებული ბუნებრივი რესურსების ეკონომიურ გამოყენებით დამთავრებული. ცოტამ თუ იცის, მაგრამ იაპონიაში სარეცხი მანქანები ხშირად გამაცხელებელი ელემენტებით არ არის აღჭურვილი და ყველა ტანსაცმელი ცივ წყალში ირეცხება.
იგივე
იაპონიაში ცხელ წყალში ბანაობა ძალიან უყვართ, ამიტომ სახლში აბაზანის მიღება დამამშვიდებელ პროცედურასთან არის გათანაბრებული. ვიდრე ამ რიტუალს ჩაატარებენ, წინასწარ კარგად ბანაობენ, შხაპს იღებენ და ცხელ აბაზანაში შემდეგ შედიან, რაც არაჰიგიენურობას გამორიცხავს. აბაზანაში ელექტრომოწყობილობაა ჩაშენებული, რაც ბანაობის განმავლობაში უზრუნველყოფს, რომ წყალი სულ ცხელი იყოს. განბანვის პროცედურის შემდეგ წყალს არ აქცევენ. იგი სარეცხის მანქანისთვის ან კიდევ უნიტაზისთვის გამოიყენება. ამ გზით ისინი ბუნებრივ რესურსებს უფრთხილდებიან.

უნიკალური კულტურა
თავად იაპონელები ოჯახური ბანაობის შესახებ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან ხშირად არ საუბრობენ, რადგანაც, ერთი შეხედვით, ეს ტრადიცია არც ისე ჰიგიენურად გამოიყურება და სხვადასხვა ინტერპრეტაციაც შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, როგორც წესი, იაპონელები 15 წლამდე ასაკის ბავშვებთან ერთად ბანაობენ.ერთად ბანაობის ტრადიცია ჩანს იაპონელი გენიოსის ჰაიაო მიაძაკის ანიმაციურ ფილმში "ჩემი მეზობელი ტოტორო", რომელიც 1988 წელს გამოვიდა. ანიმეში არის სცენა, სადაც შიშველი მამაკაცი ორ პატარა შვილთან ერთად ბანაობს და ჯერ უმცროსი ქალიშვილი მიჰყავს აბანოში, შემდეგ კი მათ უერთდება მეორე. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ მოთხრობის მთავარი გმირი უნივერსიტეტის მასწავლებელია. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ტრადიცია არსებობს არა მხოლოდ მოსახლეობის ღარიბ, ქვედა ფენებში, არამედ შეძლებულ ადამიანებშიც.
თავად იაპონელები ამ ჩვეულებაში ცუდს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ, რომ თუ ოჯახში ნდობა და სიყვარულია, მაშინ ერთად ბანაობასაც არაფერი უშლის ხელს. შედარებით უფროსი გოგონები, თავად ირჩევენ, მშობლებთან ერთად მიიღონ თუ არა აბაზანა და მათ ამას არავინ აძალებს.