"საწოლიდან ვერ ვდგებოდი, ცუდად ვიყავი და ამან ჩემს შვილებზე ძალიან იმოქმედა" - ოთხი შვილის დედას მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და საზოგადოების დახმარება სჭირდება - მშობლები
25 წლის მარიამ მაღრაძეს მკერდის ავთვისებიანი, აგრესიული ფორმის სიმსივნე დაუდგინდა. მან საქართველოში ოპერაცია გაიკეთა, ქიმიო და სხივური თერაპიებიც ჩაუტარდა, თუმცა მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ სჭირდება. მარიამი 4 მცირეწლოვანი შვილის დედაა და ამბობს, რომ ადამიანების დახმარებას ახლა მისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს:
- რამდენიმე თვის წინ მკერდზე ორი კვანძი შევამჩნიე. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, ვიფიქრე, პატარა ბავშვი მყავს და შეიძლება ძუძუთი კვების ბრალია-თქო. თუმცა, შემდეგ ამტკივდა და თებერვალში ექიმთან წავედი. საკმაოდ ბევრი ანალიზი გამიკეთდა, ბიოფსიის პასუხიც ცუდი იყო და სასწრაფო ოპერაცია დამინიშნეს. 4 ქიმიო და 20 სხივური თერაპია გავიკეთე, ახლა ჰორმონალურ მკურნალობას გავდივარ. მაგრამ, კვლავ შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ისევ ტკივილი დამეწყო, ფეხები დამისივდა, ხელი გამიშეშდა და თავის ტკივილიც მაქვს. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთში გავაგრძელო მკურნალობა. ეს კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ოჯახში ყველა რესურსი ამოვწურეთ. როგორც მოვიძიე ინფორმაცია, მხოლოდ ჩასასვლელად 15 ათასი ლარია საჭირო, რადგან მყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი და მათ აქ ვერ დავტოვებ. განვიხილეთ ასევე ისეთი ვარიანტი, რომ წავიდეთ და საფრანგეთში ლტოლვილად ჩავბარდეთ. არ ვიცი, იქ მკურნალობისთვის რა დრო დამჭირდება, ამიტომ ბავშვებს ვერ დავტოვებ. სიმსივნის აგრესიული ფორმა მაქვს და შესაბამისად, გავრცელების რისკიც მაღალია. თუ საფრანგეთმა ლტოლვილად მიგვიღო, მკურნალობა უფასოა. საქართველოში მეუბნებიან, რომ რა პროცესიცაა დაწყებული, გააჩერეს, თუმცა სათანადო მკურნალობა ჩამიტარდა თუ არა, ეს არ ვიცი. 2 კვირა საწოლიდან ვერ ვდგებოდი, ცუდად ვიყავი და ამან ჩემს შვილებზე ძალიან იმოქმედა. ჯერ პატარები არიან და ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა, მაგრამ ყველა დღე კლინიკაში რომ მივდიოდი და მათ სახლში ვტოვედბდი, განიცდიდნენ. ძალიან მინდა, რომ წავიდე და ნორმალურად ვიმკურნალო და სწორედ ამისთვის მჭირდება ეს თანხა.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:
პირადი ნომერი:05001012722 ლიბერთი ბანკი: #GE31LB0211190392188000 თიბისი ბანკი: #GE76TB7548945068100011 საქართველოს ბანკი: #GE56BG0000000533984802 (ლარის ანგარიში) #GE56BG0000000533984802 (დოლარის ანგარიში) #GE56BG0000000533984802 (ევროს ანგარიში)