"მიღებული ცოდნით და გამოცდილებით, აუცილებლად დავბრუნდები სამშობლოში და ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ" - ემიგრანტი ბიჭი, რომელმაც სახელი იუმორისტული სკეჩებით გაითქვა - მშობლები

"მიღებული ცოდნით და გამოცდილებით, აუცილებლად დავბრუნდები სამშობლოში და ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ" - ემიგრანტი ბიჭი, რომელმაც სახელი იუმორისტული სკეჩებით გაითქვა

2022-07-07 06:24:00+04:00
ლადო ჭი­ქაშ­ვი­ლი ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში კო­მე­დი­უ­რი პერ­სო­ნაჟ ინე­ზა კე­მუ­ლა­რი­ა­თი გა­იც­ნეს. ამ მეგ­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის პა­რო­დი­ით უამ­რავ ადა­მი­ანს ეხ­მი­ა­ნე­ბა და სა­კუ­თარ სათ­ქმელს ასე ამ­ბობს... ლა­დოს ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს და მის მო­რიგ სკეტჩს დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბი­ან. აქვე ინ­ტე­რე­სი ჩნდე­ბა, ვინ არის და რო­გო­რია ამ პერ­სო­ნა­ჟის მიღ­მა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ასე­თი ფორ­მით გა­და­წყვი­ტა. რო­გორც ლადო გვე­უბ­ნე­ბა, სა­მეგ­რე­ლო­და­ნაა, და­ი­ბა­და პა­ტა­რა და ძა­ლი­ან საყ­ვა­რელ სო­ფელ ნო­სირ­ში, სა­დაც ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა ეს ულა­მა­ზე­სი მხა­რე. იქა­უ­რო­ბამ, რო­გორც ადა­მი­ანს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბე­ბი გან­მი­ვი­თა­რა. რა თქმა უნდა, მშობ­ლე­ბის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა ის, რომ ვარ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი“, - ამ­ბობს ლადო, რო­მელ­საც Ambebi.ge ბერ­ლინ­ში და­უ­კავ­შირ­და.

- ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი იუ­მო­რით გა­ა­ცა­ნით. შექ­მე­ნით პერ­სო­ნა­ჟი, ვისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბით...


- დიდი მად­ლო­ბა ინ­ტე­რე­სის­თვის. ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე დაბ­რკო­ლე­ბებს ვა­წყდე­ბით. ბევ­რჯერ გვტკი­ვა, გვი­ხა­რია… ბედ­ნი­ე­რე­ბაა თუ გვერდს გი­მაგ­რე­ბენ, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რე­ა­ლო­ბას­თან მარ­ტოს გვი­წევს შე­ჯა­ხე­ბა. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში "ინე­ზა“ არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე რთულ მო­მენ­ტშიც კი მახ­სე­ნებს, რომ ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია! "ინე­ზა“ ჩემ­თვის რე­ა­ლო­ბის დიდი მა­გა­ლი­თია...

- პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ხომ ხართ?


- ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მსა­ხი­ო­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ შევ­ძე­ლი ამ პრო­ფე­სი­ას გავ­ყო­ლო­დი, რად­გან თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად მუდ­მი­ვად მი­წევ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის და პრო­ფე­სი­ის მორ­გე­ბა. ვერ ვპო­უ­ლობ­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სა­ოც­ნე­ბო პრო­ფე­სი­ის­თვის დრო და­მეთ­მო... "ინე­ზა“ ახლა იმა­ში მეხ­მა­რე­ბა, რომ ვი­ცხოვ­რო ჩემს ოც­ნე­ბებ­ში და არას­დროს დავ­კარ­გო იმე­დი.

- ამ­ჟა­მად ემიგ­რა­ცი­ა­ში ხართ. რა არის ამის მი­ზე­ზი?


- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სა­ქარ­თვე­ლო, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე მჭირ­დე­ბა გა­რე­მო, სა­დაც და­მო­უ­კი­დებ­ლად და ჩემი შრო­მით შევ­ძლებ და­ვეხ­მა­რო ოჯახს და ვიბ­რძო­ლო სა­კუ­თა­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით და გა­მოც­დი­ლე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი სამ­შობ­ლო­ში და ოჯახ­თან ერ­თად ვი­ცხოვ­რებ, რად­გან ვიცი, რა რთუ­ლია ემიგ­რან­ტო­ბა და გან­შო­რე­ბა იმას­თან, რაც შე­ნია და რაც ძა­ლი­ან გიყ­ვარს. განაგრძეთ კითხვა