ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უარი თქვეს სამეფო ტიტულებზე, დიდი ბრიტანეთი დატოვეს და ახალი ცხოვრების დასაწყებად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდნენ.
მეგან მარკლი შეცდა, თუ ფიქრობდა, რომ მას ჰოლივუდი ხელგაშლილი შეეგებებოდა. ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ არც კინოში შესთავაზეს მთავარი როლები და არც პრესტიჟული დაჯილდოებებისა თუ ღონისძიებების წითელ ხალიჩაზე გამოჩენილა. მეორე შვილის დაბადება და ოპრა უინფრისთან სკანდალური ინტერვიუ მათი ყურადღების ცენტრში აღმოჩენის მთავარი მიზეზი გახდა.
მიუხედავად ამისა, ინსაიდერების თქმით, მეგანს თავისი ახალი ცხოვრება ძალიან მოსწონს. წყვილი ორი შვილით 11 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ცხრა-ოთახიან სასახლეში, მონტესიტოში, ლოს-ანჯელესის მახლობლად ცხოვრობს. ადგილობრივებმა მას "მონტესიტოს პრინცესა" შეარქვეს, რადგანაც ფუფუნება ძალიან უყვარს. მათი თქმით, მარკლი ხშირად ძვირად ღირებულ რესტორნებში სადილობს და პრესტიჟულ კლუბებში დადის, რომლის წევრობაც თვეში 8000 გირვანქა სტერლინგზე მეტი უჯდება. თავად მეგანმა აღნიშნა, რომ მშვიდი დილა უყვარს და ხშირადაა მედიტაციით და იოგათი დაკავებული. ასევე, ამბობს, რომ როცა თავისუფალი დრო აქვს, გვიან დგება, ძაღლებს ასეირნებს და შემდეგ იოგას მიმართავს.
სხვათა შორის, მარკლი ნამდვილი გურმანია. მისი საყვარელი ადგილები სუში ბარები და მექსიკური სამზარეულოებია. როგორც მისი ნაცნობები აცხადებენ, მარკლს შეუძლია ერთ დღეში კვებაში 5000 დოლარი დახარჯოს. მეგანი ასევე ხშირად სტუმრობს ოპრა უინფრის, რომელიც მის მახლობლად ცხოვრობს.
საინტერესოა, რას აკეთებს ამ დროს პრინცი ჰარი?
"დილით ძალიან ადრე დგება, რეცხავს, ბავშვებს აცმევს და აჭმევს. მეგანი ამ დროს Zoom-ში საქმიან ზარებს მართავს ან კიდევ შეხვედრაზე მიდის. იმის გათვალისწინებით, რომ მარკლი ახლა თავის პოლიტიკურ ამბიციებზეა ორიენტირებული, ჰარი საოჯახო საქმეებს თავის თავზე იღებს." - ამის შესახებ Closer-ს ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს.