20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დანაშაულს აღიარებს - “ემოციურად ძალიან მძიმედ იყო” - მშობლები

20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დანაშაულს აღიარებს - “ემოციურად ძალიან მძიმედ იყო”

2022-07-30 11:34:10+04:00


20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­მო­ცხად­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი გვა­ჯა­ი­ამ „რუს­თა­ვი2“-ს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ჯი­ჯე­იშ­ვილ­მა პი­რო­ბა დადო, რომ გა­მო­ძი­ე­ბას მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის.

"თა­ვად მი­ვი­და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, ეს არ იყო ად­ვო­კატ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე მას შემ­დეგ მი­ვე­დი, რაც თა­ვად მი­ვი­და. ის უკვე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დამ­ხვდა და იქ მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა. შედ­გა შე­სა­ბა­მი­სი ოქმი აღი­ა­რე­ბით გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ. მის ბრა­ლე­ულ ქმე­დე­ბას მოყ­ვა ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. გუ­შინ ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მედ იყო და პი­რო­ბა დადო გა­მო­ძი­ე­ბას­თან, რომ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გას­ცემ­და”, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გვა­ჯა­ი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი წუ­ხელ, 29 ივ­ლისს და­ა­ა­კა­ვეს. მის­თვის ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ წა­რუდ­გე­ნი­ათ.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვა მე­გობ­რის - ქე­თა­თო არა­ბუ­ლის სახ­ლში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც სუფ­რას­თან ახალ­გაზ­რდებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილ­მა მი­რი­ან კუ­კა­ვას გულ-მკერ­დის არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვად ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი კი მი­მალ­ვა­ში თით­ქმის ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის და­სა­კა­ვებ­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 7 პირი და­ა­კა­ვეს. მათ ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­უ­ყე­ნე­ბენ, რის შემ­დე­გაც, მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო მათ­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე დღეს­ვე იმ­სჯე­ლებს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.