ემიგრაციაში ახდენილი ოცნება და რჩევები მათთვის, ვინც ახლა აღმოჩნდა უცხო ქვეყანაში ოჯახთან ერთად
ემიგრაციაში ახდენილი ოცნება და რჩევები მათთვის, ვინც ახლა აღმოჩნდა უცხო ქვეყანაში ოჯახთან ერთად
ანი ჭიღლაძე რამდენიმე თვეა, ბევრი ქართული ოჯახი მსგავსად, ქმარ-შვილთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ის და მისი მეუღლე საფრანგეთში დასახლდნენ და ცდილობენ, ახალ რეალობას მაქსიმალურად მოერგონ. ანი ფეისბუქგვერდზე დაგვიკავშირდა, თავისი ამბავი გაგვიზიარა, თუ როგორ აიხდინა სანუკვარი ოცნება უცხო ქვეყანაში და სურვილი გამოთქვა, გამოცდილება გაეზიარებინა მათთვის, ვინც მის მსგავსად ემიგრაციაშია ან წასვლას გეგმავს:

- ადვილი არ არის, 2 მცირეწლოვანი ბავშვით ასე უბრალოდ ადგე და გადაიხვეწო სხვა ქვეყანაში, თუმცა ეს ნაბიჯი მე და ჩემს მეუღლეს გააზრებული გვქონდა, თუ რა წინაღობა გველოდა წინ, ასე ვთქვათ,
შემზადებულები ვიყავით ორივე. თუმცა აქ
იმაზე კარგი სიტუაცია დამხვდა, ვიდრე ველოდი. 
ფრანგები ძალიან ჰუმანური, კეთილშობილი და ზრდილობიანი ხალხია. მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერში დაგეხმარონ, თითქოს თავადაც სიამოვნებთ, რომ გეხმარებიან. საქართველოს ფონზე აქ ცხოვრება ნამდვილად არ მიჭირს, აქ არ მოგშივდება ადამიანს. თუმცა ჩემ ირგვლივ არიან ადამიანები, ვისაც რთული გზის გავლა მოუხდა, ზოგი 1 თვე იყო გარეთ ბავშვებით, ზოგი - 2 კვირა. ვის როგორ გაუმართლა...
იმდენად მზად ვიყავი ყველანაირი სირთულისთვის, ვერ აგიწერთ, სოციალურ ქსელში იმდენი უარყოფითი პოსტი იწერებოდა... კიდევ კარგი, ჩვენ შემთხვევაში ეს არ გამართლდა.
ბავშვები უკვე ჩაერთნენ აქაურ განათლების სისტემაში. აქ ბავშვი აუცილებლდ უნდა დადიოდეს ბაღში ან სკოლაში, სახლში არ უნდა იყოს. ჩემი გოგონები ბაღის ასაკის არიან. საზაფხულო არდადეგების პერიოდშიც საზაფხულო სკოლები ფუნქციონირებს და სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან ბავშვები. ყოველ კვირაში დაჰყავთ ექსკურსიებზე.

ისე აღმოჩნდა, რომ აქ უფრო მეტი დრო გვაქვს მეც და ჩემს მეუღლესაც ბავშვებისთვის და ბევრად საინტერესოდ გაგვყავს ეს დრო. ხშირად გავდივართ ბუნებაში, ვაწყობთ პიკნიკებს. ამ ბევრმა დრომ და ასეთ უმშვენიერეს ქვეყანაში ცხოვრებამ მომცა სტიმული, ხელსაქმე დამეწყო - ავიხდინე სურვილი, ჩემი შვილის სახელობის ბრენდი დავაარსე, დავიწყე სამკაულების დამზადება ნატურალური მინერალებისგან და ქართველებშიც და ფრანგებშიც დიდი მოწონებით სარგებლობს.
mshoblebi
მინდა, აქ წამოსვლის მსურველებს რამდენიმე რჩევა მივცე იმ გამოცდილების მიხედვით, რაც აქ ყოფნის პერიოდში დამიგროვდა. მზად იყვნენ, მყარად იდგნენ, ფინანსურად უნდა იყვნენ ძლიერად, სანამ ბინას მისცემენ. აუცილებლად სასტუმროს ხარჯები გაითვალისწინონ, რომ ღია ცის ქვეშ არ მოუწიოთ გათენება, რაც ხშირი არის, სამწუხაროდ.
სასურველია, წინასწარ დაჯავშნონ ნომრები...
აქ ყველაფერი ინდივიდუალურია, 2 ერთნაირი ისტორია არ არსებობს, ზოგს უმართლებს, ზოგს - ნაკლებად, ზოგს - არა.
გააჩნია, ვინ როგორი ამბიციით ჩამოდის. ფიზიკურად ძალიან ძლიერი ვარ და ნამდვილდ არ გამჭირვებია ადაპტირება ახალ გარემოსთან, თუმცა არის კატეგორია, ვინც ადვილად ვერ ეგუება ამდენ სიახლეს ერთად. 

3752
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
salome
0
მე ვიცნობ ამ ოჯახს და ამ მოკლე დროში ბევრ წარმატებას მიაღწიეს და კიდევ ულევ ულევ წარმატებას ვუსურვებ❤
02:01 / 04-08-2022
ნ..
3
როგორც მახსოვს,მათ ოჯახის წევრი ყავდათ ემიგრაციაში საკმაოდ დიდი ხანია.ასე რომ დამკვალიანებელიც უნდა გყავდეს.და გაქცევა გამოსავალი არ არის.დარჩა საქართველო უქართველებოდ.
22:39 / 02-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები