გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში ორი მოზარდ გოგონას ეძებენ. დაკარგულია: 12 წლის ლანა ლუკიანოვა და 13 წლის სვეტა ქსოვრელი. დაკარგულ არასრულწლოვნებს უკვე მე-4 დღეა ეძებენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მოზარდები მაღაზიაში წავიდნენ და სახლში აღარ დაბრუნებულან. ახლობლებმა უკვე მიმართეს სამართალდამცველებს.