ულამაზესი ქართველი მსახიობი პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს და "გაუცინარი კაცის" პარტნიორი იქნება - მშობლები

ულამაზესი ქართველი მსახიობი პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს და "გაუცინარი კაცის" პარტნიორი იქნება

2022-08-01 06:56:08+04:00
ცნო­ბი­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი ქა­ლის როლს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებს. "Emanet" ("სხვი­სი შვი­ლი") ასე ჰქვია სე­რი­ალს, რო­მე­ლიც წლე­ბია უკვე სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დიდი რე­ი­ტინ­გით სარ­გებ­ლობს და ის ერთ-ერთ ქარ­თულ არხზეც გა­დის.

სე­რი­ალ­ში მთა­ვარ გმირ ქალს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, სილა თურ­ქოღ­ლუ თა­მა­შობ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის როლს კი, რო­გორც ხში­რად უწო­დე­ბენ, "გა­უ­ცი­ნა­რი კაცი" ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა მალე შე­იყ­ვა­რა, თუმ­ცა მე­ო­რე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი სი­ლას გა­რე­შე გა­და­ი­ღეს, რად­გან ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სე­რი­ა­ლი­დან წა­ვი­და. ის უბ­რა­ლოდ ადგა და გა­და­ღე­ბებ­ზე აღარ მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მე­სა­მე სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და.

თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, რომ ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნის პარტნი­ო­რი სე­რი­ალ Emanet-ში მე­სა­მე სე­ზო­ნი­დან ქარ­თვე­ლი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბია. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, "სხვი­სი შვი­ლი“ მის­თვის პირ­ვე­ლი თურ­ქუ­ლი დრა­მა იქ­ნე­ბა.

ნინას მე­უღ­ლე ლაშა მგე­ლა­ძე და ერთი შვი­ლი ჰყავს. რო­გორც მისი "ფე­ის­ბუ­ქი­დან" გა­ვარ­კვი­ეთ, ის უკვე იმ­ყო­ფე­ბა სტამ­ბოლ­ში გა­და­ღე­ბებ­ზე. განაგრძეთ კითხვა