ცნობილი თურქული სერიალის მთავარი გმირი ქალის როლს ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი შეასრულებს. "Emanet" ("სხვისი შვილი") ასე ჰქვია სერიალს, რომელიც წლებია უკვე სხვადასხვა ქვეყანაში დიდი რეიტინგით სარგებლობს და ის ერთ-ერთ ქართულ არხზეც გადის.
სერიალში მთავარ გმირ ქალს ცნობილი თურქი მსახიობი, სილა თურქოღლუ თამაშობდა, შეყვარებული მამაკაცის როლს კი, როგორც ხშირად უწოდებენ, "გაუცინარი კაცი" ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი. წარმატებული სერიალი მაყურებელმა მალე შეიყვარა, თუმცა მეორე სეზონის ფინალი სილას გარეშე გადაიღეს, რადგან ქალი მოულოდნელად სერიალიდან წავიდა. ის უბრალოდ ადგა და გადაღებებზე აღარ მივიდა და განაცხადა, რომ მესამე სეზონში მონაწილეობაზე უარს ამბობდა.
თურქული მედია წერს, რომ ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანის პარტნიორი სერიალ Emanet-ში მესამე სეზონიდან ქართველი ნანა სტამბოლიშვილი იქნება. ნანა სტამბოლიშვილი მოდელი და მსახიობია. ახალგაზრდა ქალის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ, როგორც ჩანს, "სხვისი შვილი“ მისთვის პირველი თურქული დრამა იქნება.
ნინას მეუღლე ლაშა მგელაძე და ერთი შვილი ჰყავს. როგორც მისი "ფეისბუქიდან" გავარკვიეთ, ის უკვე იმყოფება სტამბოლში გადაღებებზე.
განაგრძეთ კითხვა