სამწუხაროდ, მომღერალი მამუკა ონაშვილი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. "ჩემო ბუთქუჩა დიდო ადამიანო", "ჩამწყვიტე გული ბოლომდე, ადამიანო, როგორ მჯეროდა, რომ გამოძვრებოდი..." "უნიჭიერესო და დიდი გულის ადამიანო" - წერენ მისი მეგობრები და კოლეგები. ცნობისთვის, ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.