ანჯელინა ჯოლის ქალიშვილი ზაჰარა სტუდენტი გახდა და ცოტა ხანში მშობლიურ სახლსაც დატოვებს. გოგონა, რომელიც წლების წინ იშვილა ენჯიმ, შავკანიანი გოგონების პრესტიჟულ Spelman College-ში ჩაირიცხა. ზაჰარა მეორე სტუდენტია ოჯახში - მედოქსი რამდენიმე წელია ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს სამხრეთ კორეაში.
სპელმანის კოლეჯი ატლანტაში მდებარეობს და 1881 წელს არის დაარსებული. ის უძველესი ჰუმანიტარული კოლეჯია შავკანიანი გოგონებისთვის აშშ-ში. იქ სწავლა პრესტიჟულად ითვლება და ძვირიც ღირს - დაახლოებით 45 ათასი დოლარი წელიწადში.
ამაყი ენჯი სხვა სტუდენტების მშობლებთან ერთად ჩაერთო ტრადიციულ ცეკვაში და კიდევ ერთხელ გამოხატა სიხარული და სიამაყე ამ ახალი ამბის გამო.
გაუპატიურების შედეგად დაბადებულ გოგონას ბიოლოგიურ დედას არ ახვედრებენ - უცნობი ამბები ანჯელინა ჯოლის უფროს ქალიშვილზე