"ვუთხარი ექიმებს, რომ ნარკოზის გაკეთების დროს ბავშვთან შემიყვანეთთქო. როცა ნარკოზი გაუკეთეს, ბავშვმა მითხრა ვიხრჩობიო, თვალები გადააბრუნა, თუმცა იმ წუთას მითხრეს, რომ ნარკოზმა ასე იცისო და გამომიშვეს გარეთ. ძალით მომიკლეს ჩემი შვილი. გარეთ რომ გამოვიდნენ, მითხრეს ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალაო, გავხადე ჩემს შვილს და ვნახე, რომ საერთოდ არაა ქირურგიული ჩარევა გაკეთებული. ნარკოზის ზედმეტი დოზით დაღუპეს ბავშვი" -