ბათუმში დაუვიწყარი ლიტერატურული თავგადასავალი იწყება
ბათუმში დაუვიწყარი ლიტერატურული თავგადასავალი იწყება
9-14 აგვისტოს გამომცემლობა „პალიტრა L-ი” ბათუმში ლიტერატურულ კვირეულს მართავს. მონაწილეები სტარტს თბილისიდან აიღებენ და გზაში ისაუბრებენ ლიტერატურასა და ჯაზზე, ადგილზე მისულებს კი წიგნები და აუდიოწიგნები დახვდებათ.

მათ საშუალება ექნებათ, მოუსმინონ საინტერესო სპიკერებსა და კარგ მუსიკას, გაეცნონ ახალ წიგნებსა და აუდიოწიგნებს, მიირთვან ვისკი JIMSHER-ი და ისარგებლონ სხვადასხვა უფასო სერვისით.

LitBus-ის მონაწილეებს უმასპინძლებს პიროვნული განვითარების ტრენერი, ქოუჩი ქეთი ირემაშვილი და ისაუბრებს თემაზე „ზღაპრები დიდებისთვის ჯაზის ცხოვრებიდან“.

ლიტერატურული მოგზაურობის პარტნიორები არიან: SOCAR Georgia Petroleum-ი, Rento Group • რენტო ჯგუფი და Jimsher-ი, რომელთა დახმარებით მონაწილეებისთვის
მგზავრობა უფასოა. Litbus-ი თბილისიდან 08:30
საათზე გავა (შეკრების დრო 08:00 საათი, ადგილი - ვარდების მოედანი).

ადგილები შეზღუდულია, რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
R
70
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები