მომღერალმა ნინი ქარსელაძემ "ტვ პირველის“ გადაცემაში "შუადღე Live" ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორი შვილი და მეუღლეა, ასევე გამოეხმაურა საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი მეუღლე უმდიდრესია.
კითხვას, თუ როგორი შვილია ნინი, მომღერალი ასე პასუხობს:
"მინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთო ვიდრე დღეს ვაკეთებ. სამწუხაროა, რომ არ მომცა ცხოვრებამ საშუალება, მამაჩემისთვისაც ვყოფილიყავი კარგი შვილი. თუ დღეს მე კარგი შვილი მქვია, ეს მხოლოდ და მხოლოდ დედაჩემის დამსახურებაა. იმდენი ჩადო ჩემში... მე ვთვლი, რასაც დასთეს, იმას იმკი და საბედნიეროდ, უკვე მე ვცდილობ, რომ ყველაფერი კარგი გავუკეთო დედას.
მაქვს ნამდვილად პრეტენზია, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ, ერთგული, უღალატო, ჩემთვის ტყუილი და ღალატი არ არსებობს მეგობრობაში, ჩემთვის მეგობრობა იგივე ოჯახია და ძალიან ვუფრთხილდები ამ ურთიერთბებს“, - ამბობს ნინი.
მისივე თქმით, ბოლოს მაშინ იტირა, როცა დედას, ხათუნა ჟორდანიას "კვანძი აღმოაჩნდა.“
მომღერალი ამბობს, მისი აზრით, სიყვარული თეთრი ფერისაა - "ყველაზე სუფთა ალბათ, იმიტომ რომ სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია და ღმერთი ჩემთვის ნათელი ფერებია, თეთრი, სუფთა. ვცდილობ, რომ ვიყო კარგი მეუღლე, ყურადღებიანი. მე ადამიანებთან ყოველთვის ასეთი ურთიერთობა მაქვს - როგორიც მე მინდა რომ ჩემთან იყონ, ისევე ვექცევი ზუსტად ადამიანებს, შესაბამისად, ვთვლი, რომ ნორმალური მეუღლე ვარ.“
განაგრძეთ კითხვა