ბებიამ ქალიშვილი და შვილიშვილები მოწამლა, რადგან "მობეზრდა მათი მოვლა" - შემზარავი დანაშაულის დეტალები
ბებიამ ქალიშვილი და შვილიშვილები მოწამლა, რადგან "მობეზრდა მათი მოვლა" - შემზარავი დანაშაულის დეტალები
საზარელი შემთხვევა რუსეთში მოხდა, სარატოვში. ერთ დღეში მთელი ოჯახი დაიღუპა - 23 წლის დედა და სამი მცირეწლოვანი შვილიშვილი - 3, 5 და 7 წლისები. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა. გოგონა და მისი შვილები ბებიამ მოწამლა...

გაირკვა, რომ 49 წლის ლიდია შირიაევამ წინასწარ დაგეგმა დანაშაული. იყიდა მკვლელობის იარაღი - შხამი. საჭმელში გაურია და შვილსა და შვილიშვილებს აჭამა.

"ბავშვებს თეფშებში დავუსხი საწამლავიანი წვნიანი. მათაც ვაჭამე და ქალიშვილსაც", - აღიარა ქალმა.

მისი თქმით, მობეზრდა შვილის მოვლა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების
იყო და ასევე პატარა ბავშვების,
რომლებზეც მათი დედა არ ზრუნავდა. როგორც გაირკვა, ამ ტრაგედიას წინ უძღოდა სხვა ტრაგედია - ლიდიას ქმარი ავტოკატასტროფაში მოყვა და მიღებული ტრავმებით ერთ თვეში გარდაიცვალა. ქმრის გარდაცვალება ქალმა მძიმედ განიცადა. ოჯახის მოვლა მას დააწვა კისერზე - 23 წლის გოგონას ბავშვობიდან ჰქონდა ცერებრალური დამბლა და გონებრივადაც ჩამორჩენილი იყო. მასზე დედა ბავშვობიდან ზრუნავდა. მის გარდა ქალს ჰყავდა 28 წლის ვაჟი, რომელიც ქარხანაში მუშაობდა. მისი ცოლი კი სამუშაოს საძებნელად მოსკოვში წავიდა და სამ შვილზე სრულიად არ ზრუნავდა, რის გამოც მათი მოვლა მთლიანად ლიდიას ეწვა კისერზე და ამბობენ, რომ ხშირად ჩიოდა მეზობლებთან რძლის გამო, რომელმაც სამი ბავშვი შეატოვა.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ ქალისთვის უფრო აუტანელი გახდა ავადმყოფი ქალიშვილისა და პატარა ბავშვების მოვლა. ბავშვების მამაც მთელი დღე სამსახურში იყო და ლიდია ამბობდა, რომ დამხმარის გარეშე უჭირდა გამკლავება...
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ლიდიას სასამართლო ელის.

6860
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ტიტე
6
თბილისში, დიდ დიღომში, შვილებმა დედა შეჭამეს, არ გაგიგიათ? მაშინ ქართველებზე რა ვთქვათ და რომელ ერს შევადართ? გეყოფათ მარტო რუსებზე, სპეციალურად შეკვეთილი სისულელეების წერა. ვითომ არ იცით, რომ უარესები ხდება სხვა ქვეყნებში.
06:45 / 09-08-2022
ზუ
2
სასაცილო კომენტარებია )) ეს ამბავი რომ ვთქვათ, ამერიკაში მომხდარიყო, ხომ ვიცით რასაც დაწერდნენ - ესეც თქვენი დასავლეთი, ესა, ისა და ა.შ. რახან რუსეთში მოხდა - რატომ აქვეყნებთ, კიდევ სტრესი გვინდა და მსგავსი )) საერთოდ, ყველა რუსოფილი პრიმიტივია და ნებისმიერ სიტუაციაში ავლენენ თავიანთ სიჩლუნგეს.
16:54 / 08-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები