ორგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე მესამე ქალიშვილის მამა გახდა. ლაშა ტალახაძესა და მის მეუღლეს ანა დემურიას სოციალურ ქსელში უკვე ულოცავენ მესამე შვილის დაბადებას. მათ ქალიშვილებს, მარიამს და ელენეს, ახლა უმცროსი დაიკო ეყოლებათ.
ახალშობილ გოგონას მშობლებმა ნიცა დაარქვეს.