უკვე წლებია რაც ქეთა თოფურია რუსეთში წარმატებულია და პოპულარობას ინარჩუნებს. მიუხედავად მისი ორი ქორწინებისა, მაინც ახერხებს, რომ ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში იშვიათად მოექცეს. რუსულ მედიაში ასევე იშვიათად ქვეყნდება ქეთას ინტერვიუები. ამჯერად ერთ-ერთი რუსული საიტი მომღერალის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. გთავაზობთ შემოკლებულ ვერსიას, სადაც თოფურია, ოჯახსა და შვილებზე საუბრობს:
- შარშან ვაჟი შეგეძინათ. როგორია იყო ორი შვილის დედა?
- ყოველთვის მეუბნებოდნენ, როდესა ბიჭი გეყოლება, სულ სხვა იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამ განსხვავებას ბიჭსა და გოგოს შორის არ ვგრძნობ, მაგრამ ვგრძნობ, რით განსხვავდება მეორე შვილი პირველისგან. როდესაც ჩემი ქალიშვილი ჯერ კიდევ მუცელში იყო, მიყვარდა, მაგრამ ნამდვილ დედობრივ სიყვარულს მაინც ვერ ვგრძნობდი, რადგან არ ვიცოდი ეს გრძნობა. მეორე შვილი უკვე დედობრივი სიყვარულით მიყვარდა, სანამ ისევ მუცელში იყო. და საერთოდ, მეორე შვილთან ყველაფერი უფრო ადვილია. გარდა ამისა, ადამი პანდემიის დროს დაიბადა და მეტი თავისუფალი დრო მქონდა, გვერდიდან არ მოვშორებივარ...
ისეთი პატარა კაცია - აბსოლუტურად ყველაფერი ესმის. ახლა მართლაც ძალიან ჭკვიანი ბავშვების თაობაა. ის უკვე წლინახევრის არის, მაგრამ ერთი წლიდან ყველაფერი იცის. ჩემი ვაჟი მამაჩემის ასლია, მაგრამ ქერათმიანი - მე ბავშვობაში დიდი ტუჩებით და ქერა ვიყავი. ჯანმრთელი - დაიბადა 4300 კილო. და-ძმას ძალიან დიდი სიყვარული აქვთ ერთმანეთის მიმართ. არ ეჭვიანობენ.
- როგორც ვიცით, თქვენი ქალიშვილი ოლივია მათემატიკაში კარგად სწავლობს...
- ოლივია 7 წლისაა, მართლა ღრუბელივით ითვისებს ყველაფერს. სამი წლისამ იცოდა წერა-კითხვა, როდესაც ნულ კლასში შევიყვანეთ. ნიჭიერია და უყვარს მათემატიკა. რა თქმა უნდა, 7 წლის ასაკში უკვე ჩნდება ტელეფონები, სოციალური ქსელები, რაც ყურადღებას უფანტავს ბავშვებს. მესმის, რომ ჩვენს დროში შეუძლებელია გაჯეტების ჩამორთმევა - სამყარო უკვე შეიცვალა. მეშინია, რომ მან არ დაკარგოს ინტერესი მათემატიკის მიმართ, რომელიც მას ბებიისგან გადაეცა. ის იყო წარჩინებული ქიმიკოსი. არ მინდა, რომ ის მომღერალი იყოს. რა თქმა უნდა, ჩემთვის, ამ სფეროში მისი მხარდაჭერა უფრო ადვილია, მაგრამ ეს რთული ცხოვრებაა. გარედან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ არაფრის დაგეგმვა არ შეგიძლია. შვებულება წელიწადში ორჯერ გაქვს, პლუს ტურები, ადამიანები, რომლებიც შურით გიყურებენ.
რა თქმა უნდა, თუ მასში მუსიკალურ ნიჭს დავინახავ, არ გავუქრობ, მაგრამ ჯერჯერობით 7 წლისაა და ეს არ შემიმჩნევია. მიუხედავად იმისა, რომ ახლახან ჩემს ქალიშვილს თავად გაუჩნდა სცენაზე გასვლის სურვილი. დაბადების დღეზე იყო, ანიმატორის მიკროფონი აიღო და მთელი დღესასწაული იმღერა. ახლა ჩოგბურთის გაკვეთილებზე შევიყვანე, მინდა, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყოს. ის ისეთი გამხდარია, როგორც მე ვიყავი ბავშვობაში.
- თქვენი მეორე ქორწინებიდან მეოთხე წელი დაიწყო, რაიმე სირთულეებს ხომ არ განიცდით?
- ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მეშვიდე წელი რთულია (იღიმის.) რა თქმა უნდა, ყოველ წელს იცვლება ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ მესამე წელს ხდება საბოლოო შესწორებები... ეს ყველაფერი თავიდანვე სწრაფად მოხდა ჩვენს შემთხვევაში, რადგან პირველივე წელს მოხდა ბალანსი. ერთის მხრივ, ეს შეიძლება არც თუ ისე კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, როდესაც შენს უკან წინა ქორწინების გამოცდილება დგას. ამ შემთხვევაში ბევრ რამეს სხვანაირად უყურებ. რაზეც აქამდე ვფეთქდებოდი, ახლა შემიძლია ამაზე თვალი დავხუჭო.
განაგრძეთ კითხვა