ამერიკული დიპლომის მიღება უკვე ქვეყნიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი - „ვებსტერის უნივერსიტეტი“ საქართველოში
ამერიკული დიპლომის მიღება უკვე ქვეყნიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი - „ვებსტერის უნივერსიტეტი“ საქართველოში
აშშ ცნობილია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებით, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური სტანდარტები და გამოირჩევიან ხარისხის დაცვის მკაცრი პრაქტიკით, რათა სტუდენტებს საუკეთესო განათლება მისცენ. მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით კი ისინი თავიანთი სფეროს პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.
ერთ-ერთი ასეთი უნივერსიტეტი არის „ვებსტერი“, რომელიც აშშ-ის ფარგლებს ჯერ კიდევ 1972 წელს გასცდა, როცა პირველი ფილიალი შვეიცარიაში გაიხსნა. დღეს მისი კამპუსები ფუნქციონირებს ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ კავკასიაში. „ვებსტერის უნივერსიტეტი“ საქართველოში 2022 წლის მაისში გაიხსნა და სტუდენტებ
ის მიღებას 2022-2023 სასწავლო წლისთვის დაიწყებს.

ამერიკული განათლების მიღების მსურველთათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათ ამისთვის
საქართველოს დატოვება აღარ მოუწევთ, სწავლის საფასურიც იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აშშ-სა და სხვა ქვეყნებში („ვებსტერის“ უცხოეთის კამპუსებში სწავლის საფასური 24 ათასი აშშ დოლარია).

„ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს ფილიალში უცხოეთის კამპუსებიდან მოწვეული პროფესორები სტუდენტებს გაუზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას და გადასცემენ ცოდნას, რომელიც დღევანდელ დასაქმების ბაზართან თავსებადია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 7 უცხოელი ლექტორის ვინაობა საქართველოს კამპუსმა უკვე გაასაჯაროვა, ესენი არიან: დიქეი მობლი, დოქტორი ჯეიმს ჯეინი, ტონი ნასიონალი, დოქტორი იოჰან ვან როიენი, დოქტორი მანოუგ სომაკიანი, დოქტორი ტომას კლეინერი და თიმ ენდრიუსი. ისინი ეკონომიკის, პოლიტიკის, განათლების, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მარკეტინგის სფეროების სპეციალისტები არიან და საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში წამყვან პოზიციებს იკავებენ, ასევე მდიდარი გამოცდილება აქვს კვლევით საქმიანობაშიც. ამრიგად, სტუდენტები თანამედროვე ტენდენციებს კვლევითი მიმართულებითაც აუწყობენ ფეხს.

„ვებსტერის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულები არიან ისეთი პროფესიონალები როგორიცაა: აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, რომელმაც ორი კურსი გაიარა; პულიცერის პრემიის პრემიის გამარჯვებული დრიუ ჯორდანი, რომელიც The New York Times-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის წევრია ვიზუალური მიმართულებით. მან უნივერსიტეტის ფოტოგრაფიის პროგრამა დაასრულა; პირველი ქალი, რომელიც კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის მეთაური გახდა - ეილინ კოლინზი. ის NASA-ს ასტრონავტი და ყოფილი სამხედრო და სატესტო პილოტია. “ვებსტერის უნივერსიტეტის” 92 წარმატებული და მსოფლიოში ცნობილი კურსდამთავრებულის შესახებ მეტი იხილეთ ბმულზე.

საქართველოს კამპუსის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა და მსოფლიოს 50-მდე ადგილზე, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფილიალში გააგრძელონ სწავლა როგორც ერთი, ისე რამდენიმე სემესტრის განმავლობაში. ერთი მხრივ, ეს დაეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში და, მეორე მხრივ, კონტაქტების შეძენაში, რაც დღეს დასაქმების ბაზარზე გასასვლელად უმნიშვნელოვანესია.

„ვებსტერის უნივერსიტეტის“ გლობალური კამპუსების დირექტორის რაიან გუფეის განცხადებით, მათი მიზანია, სტუდენტებს ნამდვილი ამერიკული გამოცდილება შესთავაზონ:
„ჩვენ ვახორციელებთ WINS პროგრამას, რომელიც ამერიკელ სტუდენტებს საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს იმდენი რამის შეთავაზება შეუძლია მათთვის! ეს არის მდიდარი კულტურისა და საინტერესო ისტორიის მქონე ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, სტუდენტები მთელი მსოფლიოდან მოისურვებენ საქართველოში ჩამოსვლას. მეორე მხრივ, ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას და ვებსტერის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფილიალში ისწავლიან. ვებსტერის ფილიალი საქართველოში რეგიონს მოუტანს მნიშვნელოვან სიახლეს განათლების განვითარების კუთხით. მეორე მხრივ, ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ორგანიზაციასა და ინსტიტუტთან, რათა ერთობლივად განვახორციელოთ საინტერესო პროექტები და ჩავატაროთ კვლევები,“ - განაცხადა ვებსტერის უნივერსიტეტის გლობალური კამპუსების დირექტორმა.
„ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსის საბაკალავრო პროგრამებზე მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.
ვებსტერის უნივერსიტეტის კოდია 202.
  • ბიზნესის ადმინისტრირება – ერთიანი ეროვნული გამოცდების: კოდი 202 01 01
  • მედიაკომუნიკაციები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 02
  • საერთაშორისო ურთიერთობები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 03
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებ მიღებაც საერთო სამაგისტრო გამოცდების საშუალებით არის შესაძლებელი. საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური 7900 აშშ დოლარი იქნება, სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური კი 8600 აშშ დოლარი. „ვებსტერის უნივერსიტეტის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აბიტურიენტებისა და მაგისტრანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

R
3512
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები