"გაშორებულები იყვნენ, მაგრამ კაცი არ ასვენებდა გოგოს, ხშირად აკითხავდა. მკვლელობა აბაზანაშია მომხდარი" - ახალი დეტალები ოზურგეთში მომხდარ მძიმე დანაშაულზე
"გაშორებულები იყვნენ, მაგრამ კაცი არ ასვენებდა გოგოს, ხშირად აკითხავდა. მკვლელობა აბაზანაშია მომხდარი" - ახალი დეტალები ოზურგეთში მომხდარ მძიმე დანაშაულზე
ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, 12 აგ­ვის­ტოს დი­ლით მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ახალ­გაზ­რდა ქალი, 38 წლის შუ­შა­ნა (ნინო) ზარ­დი­აშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ნა­ქი­რა­ვებ კერ­ძო სახ­ლში, სამ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ტრა­გე­დია, სწო­რედ ამ სახ­ლში დატ­რი­ალ­და.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კი მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, კონ­ფლიქ­ტი მათ შო­რის ბავ­შვე­ბის გამო და­ი­წყო. ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლი ძა­ლოვ­ნებ­მა და­ა­კა­ვეს.

ის ამ­ჟა­მად პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით
და­ი­წყო. სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა
ცნო­ბი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გუ­რი­ის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ აკა­კი მა­ი­სუ­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბას, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფილ­მა ქმარ­მა ქალი ჯერ სცე­მა, შემ­დეგ კი აბა­ზა­ნა­ში გა­გუ­და, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ ეტაპ­ზე არ დას­ტურ­დე­ბა. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ქალს ცივი ია­რა­ღით აქვს ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჯერ კი­დევ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

"გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ მა­მა­კა­ცი არ ას­ვე­ნებ­და გო­გოს და ხში­რად აკი­თხავ­და. რო­გორც გა­ვი­გე, მკვლე­ლო­ბის დროს შინ იმ­ყო­ფე­ბო­და მათი შვი­ლიც. მკვლე­ლო­ბა აბა­ზა­ნა­შია მომ­ხდა­რი, ზუს­ტად რა და რო­გორ მოხ­და, ჯერ უც­ნო­ბია.

დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან არ გაქ­ცე­უ­ლა, გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვიც შე­ეს­წრო მკვლე­ლო­ბას. რას ამ­ბობს თა­ვად დამ­ნა­შა­ვე, არ ვი­ცით", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.

ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, პა­ა­ტა ნი­კო­ლე­იშ­ვილს, მაგ­რამ მან გვი­თხრა, რომ მომ­ხდარ­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. უფრო მეტი დე­ტა­ლი ალ­ბათ მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. 

შსს-ს ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს - "ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა"

1689
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
პაპუასების დონეზეც არ ვართ! შე დალოცვილო თუ გაშორდი მიხედე შენ ცხოვრებას და ის თავად როგორც უნდა ისე მიხედავს თავის ცხოვრებას! რა უბედურებაა სულ ეს რო დაზდევენ თავის ყოფილ ცოლებს ... გიღალატა ან ვერ შეეწყეთ დაშორდით და ეგაა ... აუცილებელია ეს ვენდეტა... ადამიანები ესე არ იქცევიან...
11:18 / 15-08-2022
0
რა ღმერთი გაუწყრათ ამ კაცებს!
21:42 / 12-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები