სიახლეებიკალეიდოსკოპი
"ცხოვრება უდიდესი ტკივილით გრძელდება შენთან ერთად, ჩემო ანგელოზო" - დღეს ნიკო კვარაცხელია 23 წლის გახდებოდა
"ცხოვრება უდიდესი ტკივილით გრძელდება შენთან ერთად, ჩემო ანგელოზო" - დღეს ნიკო კვარაცხელია 23 წლის გახდებოდა
დღეს ნიკო კვარაცხელია 23 წლის გახდებოდა. ვერაზე მოკლული, მომავლის ბიჭად წოდებული, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდის დაბადების დღის და ხსოვნის აღსანიშნავად, მისმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა რამდენიმე ღონისძიება გამართეს და ნიკოს სახსოვრად წიგნიც გამოსცეს. "მომავლის ბიჭი" - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეკრებილია ნიკოს ნახატები, მისი სასკოლო პროექტი და მისი თანატოლების თუ უფროსი მეგობრების მოგონებები მასზე. წიგნი გამომცემლობა "კოლორში" დაიბეჭდა...

ნიკოს დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე ნიკოს დედამ, იზა ომაძემ გამოაქვეყნა ემოციური პოსტი:

“მეც მაშინებდნენ
სიკვდილით ერთ დროს,
ო, უნდა მენდო,
ჯვარი გწერია, -
მანდ გეშინოდეს,
თორემ აქ ახლა
საშიში სულაც არაფერია!”
ეს ლექსი თითქოს ნიკოსთვის დაუწერია მორის ფოცხიშვილს. სადაც ნიკოა იქ შიშს, სიბნელეს რა უნდა, სულის ტკივილს, გაუსაძლის მონატრებას რა ვუყოთ თორემ ზეცაში გაგრძელებული ოცდამესამე ხომ გაცილებით წარმატებულია ვიცით!
აქ კი მართლაც ძალიან მეშინია, შურის, უსამართლობის, პროგრესთან და განათლებასთან ბრძოლის.
ხვალ და ჩვენთვის კი ყოველი დღე ნიკოსია.
სვეტიცხოველში ნიკოს სახელზე დილით წირვა აღევლინება.
12:00 ნიკოს მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება ვაჟა-ფშაველას #96 მდებარე სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძარში იქ სადაც მალე, კომფორტული დასასვენებელი ადგილი “მომავლის ბიჭის” სახელობის გახდება. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ ინიცირებულია ვაჟა-ფშაველას #96 არსებული სკვერისთვის ნიკო კვარაცხელიას სახელის მინიჭების გადაწყვეტილება.
13:00 საათზე გაიმართება ნიკო კვარაცხელიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდი, “ნორჩი დინამოელი”, “ვიტ ჯორჯოა” “ავაზა” და “მერანი” მიიღებენ მონაწილეობას.
“მომავლის ბიჭი” - წიგნის პრეზენტაცია.
P.S. ცხოვრება უდიდესი ტკივილით გრძელდება შენთან ერთად, ჩემო ანგელოზო.
უნდა შევძლოთ!!!
“გდევს სიკვდილი ერთადერთი აპარატით,
და ბავშვობის სურათების გადიდებას გვპირდება, არ გაინძრე! სდექ, შეწყვიტეთ ლაპარაკი, ჩიტი გამოფრინდება!! “
მ. ფიცხიშვილი
გელით!!!"
ბეჭდვა