ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც საშინელ ავარიაში მოყვა, აპარატიდან გამორთეს - მის ორგანოებს დონორობისთვის გამოიყენებენ
ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც საშინელ ავარიაში მოყვა, აპარატიდან გამორთეს - მის ორგანოებს დონორობისთვის გამოიყენებენ
რამდენიმე დღის წინ ამერიკელი მსახიობი ენ ჰეჩი ავარიაში მოყვა - მისი მანქანა ორსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეჯახა ლოს-ანჯელესში და შეჯახებისას ცეცხლი მოეკიდა. მსახიობი ძლიერი დამწვრობებით გადაიყვანეს ჰოსპიტალში. ხანძრის ჩაქრობას საათზე მეტი დასჭირდა. 

"უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობაა. ფილტვები აქვს დაზიანებული, დამწვრობა აქვს. კომაშია და ავარიის შემდეგ არ მოსულა გონს", - განაცხადა ავარიის შემდეგ ექიმმა. ცოტა ხანში კი ტვინის კვდომაც დაადასტურეს.
mshoblebi
53 წლის მსახიობის თაყვანისმცემლები უკეთესის მოლოდინში იყვნენ, თუმცა ახლა გაირკვა, რომ მისმა მეუღლემ და ვაჟმა მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს - გამორთონ ენი აპარატიდან და
მისი ორგანოები დონორობისთვის იქნას გამოყენებული.
ოჯახის წევრების თქმით, ენს სიცოცხლეში არაერთხელ უთქვამს, რომ სურდა, დონორი გამხდარიყო. 

პოლიციის ცნობით, ენის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. სწორედ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართავდა ის მანქანას, რასაც მოჰყვა ავარია. 

ენი ათობით ფილმ ფილმში იყო გადაღებული. ჰარისონ ფორდის პარტნიორი იყო ფილმში "ექვსი დღე და ექვსი ღამე". 
mshoblebi
37795
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ხალხო მითხარით
0
ორგანოებს დონორობისთვის გამოიყენებენო-ზე, მინდა გკითხოთ, მიპასუხეთ ვინც იცის. ახალი გარდაცვლილის ორგანოებსაც ხო არ იღებენ და ხო არ ჰყიდიან? რამდენი ხანი ცოცხლობს მაგ. თირკმელი, ან ღვიძლი?
12:13 / 16-08-2022
ბონდო
9
ნარკოტიკი ვისაც აქვს ჩვევად ის ყოველთვის ასე ამთავრებს .....
10:28 / 14-08-2022
ნინო
2
როგორ მიყვარს ეს ფილმი. გული დამწყდა, კარგი მსახიობი იყო.
18:52 / 13-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები