ambebi.ge - მა გაარკვია თბილისში, 34 წლის ქალის მკვლელობის საქმის დეტალები.
გუშინ, ლილოს დასახლებაში ჟანა ხალილოვა ცივი იარაღით მოკლეს. გამოძიების ვერსიით, დანაშული მისმა არასრულწლოვანმა შვილმა მეგობრის დახმარებით ჩაიდინა.
როგორც გარდაცვლილი ქალის მეგობარი გვიყვება, ჟანას პრობლემები ჰქონდა მეუღლესთან, რომელიც ცოლზე ძალადობის წარსულში გასაართლებულიც კი იყო.
მისი თქმით, ჟანა ხალილოვა და მისი მეუღლე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მათი შვილებიდან ბიჭი მამასთან, ხოლო 13 წლის გოგო დედასთან ცხოვრობდა.
"ჟანასთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ვმეგობრობდით. რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ეს მისმა მეუღლემ ჩაიდინა, დაგეგმა და შემდეგ შვილს შეასრულებინა. მეუღლესთან ჟანას პრობლმური ურთიერთობა ჰქონდა, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მის შვილს რაც შეეხება, ცოტა ონავარი ბიჭი იყო, ის მამასთან ცხოვრობდა და დედას ხშირად ხვევდა პრობლემებში.
განაგრძეთ კითხვა