"ოდესმე შევხვდებით..." - რას წერს მასწავლებელი ქობულეთში მოკლულ 21 წლის ბიჭზე, რომელიც მობილურის გამო დაწყებულ კონფლიქტს ემსხვერპლა
"ოდესმე შევხვდებით..." - რას წერს მასწავლებელი ქობულეთში მოკლულ 21 წლის ბიჭზე, რომელიც მობილურის გამო დაწყებულ კონფლიქტს ემსხვერპლა
ორი დღის წინ, ქო­ბუ­ლეთ­ში, 21 წლის ახალ­გაზ­რდა მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბას წინ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გამო და­წყე­ბუ­ლი კა­მა­თი უძღო­და. კონ­ფლიქ­ტი კლუბ "ჰა­ვა­ნა­ში“ და­ი­წყო, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაგ­რძელ­და. ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მოკ­ლუ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მით­ვი­სე­ბას ცდი­ლობ­და.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ლექ­სო ინ­დუ­აშ­ვილს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლის ნინო სა­ხე­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მომ­დევ­ნო პრო­ცე­სი 4 ოქ­ტომ­ბერს 12:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. და­კა­ვე­ბულს გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 108-ე მუხ­ლით ედა­ვე­ბა, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, "13 აგ­ვის­ტოს, ქ. ქო­ბუ­ლეთ­ში, ერთ-ერთი
ღა­მის კლუ­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ლ.
ი.-მ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, თან­ნა­ქო­ნი და­ნით სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა რ. ლ.-ს.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, რ. ლ. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა".

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცნო­ბის­თვის, ორი დღის წინ ქო­ბუ­ლეთ­ში ახალ­გაზ­რდებს შო­რის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე 21 წლის ბიჭი მოკ­ლეს.

გარ­დაც­ვლი­ლი რე­ვაზ ლომ­სა­ძე, ხა­შუ­რი­დან ქო­ბუ­ლეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი გო­რის მკვიდ­რია.

რე­ზის მას­წავ­ლე­ბე­ლი ქე­თე­ვან გო­გო­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მოს­წავ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ სიკ­ვდი­ლი გა­უ­ად­ვი­ლა... განაგრძეთ კითხვა
1140
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
არც კი ვიცი რა დავარქვა ამას მობილურის გამო ასეთი სიცოცხლით ავსასვე ბიჭი როგორ უნდა გაწირო! სად იზდებიან ასეთი ბოღმიანი არაადამიანები უნახავები... ღმერთმა გვაშოროს ასეთი უბედურება ყველას!
11:24 / 16-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები