"მხოლოდ ეს კადრი მახსოვს ბოლო, ცოცხალი ჩემი შვილის... ცხედარს ვნატრობდი, ოღონდ იპოვონ-თქო... სად შეიძლება საქართველოში სამართლის პოვნა?!"
"მხოლოდ ეს კადრი მახსოვს ბოლო, ცოცხალი ჩემი შვილის... ცხედარს ვნატრობდი, ოღონდ იპოვონ-თქო... სად შეიძლება საქართველოში სამართლის პოვნა?!"
2019 წელს ექსკურსიის დროს გარდაცვლილი სოფი ბერძენიშვილის დედა ლანა ნიკოლაიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"2019 წლის 26 მაისი.
ღამის პირველ საათზე გავედი ნავთლუღის ყვავილების ბაზრობაზე ,ვარდების საწყობში სამუშაოდ.დილის რვაზე სოფი მყავს სკოლაში (ალბიონი) მისაყვანი. ექსკურსიაზე მიდის მე-11 კლასი დამრიგებელთან და რამდენიმე მასწავლებელთან ერთად. მშობლები არ მოინდომეს. 7-ისკენ მირეკავს, დეე, რვაზე კი არა, შვიდზე მოუფიქრებიათ, მოდი ჩქარა, წამიყვანეო.
მე დავამშვიდე, მოვალ და ისტ პოინტთან დავხვდეთ-თქო. გავიქეცი სასწრაფოდ, დავურეკე კორპუსის მოპირდაპირედ მარკეტთან ჩამოდი-თქო.
მხოლოდ ეს კადრი მახსოვს ბოლო, ცოცხალი ჩემი შვილის... მოდიო
და თან
ახალგაღვიძებული, გაბუტული, თმებდატალღული, ჯლაგუნა ნაბიჯებით და თმები აუდიოდ-ჩაუდიოდა ჩქარი სიარულისგან... მოვიდა, ჩაჯდა ბუზღუნით, მე პარკი მივაწოდე მანამდე მარკეტში ნაყიდი, გზაში სასუსნავები.

მივიყვანე გზაზე, დაველოდეთ ავტობუსს, სარკიდან დავინახე, რომ მოგვადგნენ, არც გადმოვსულვარ,ისე გადავიდა და წავიდა... ფულიც მივეცი დასახარჯად, მეც მაქვსო ჩემი ხელფასიო. მუშაობდა სალოსთან და ჩაერიცხა წინა დღეს...

სადღაც 12 ისკენ დამირეკა და ბოლო ხმა ეგ იყო: დეეე, ჩავედიით და მივდივართ ახლა ნაკრძალში. ჭყლოპონებდა აღტყინებული.
მერე... მერე იყო არანაირი იმედი... ვერაფერს რომ ვერ ჩავებღაუჭე... ცხედარს ვნატრობდი, ოღონდ იპოვონ-თქო...

დღეს სოფის სპორტის მასწავლებელი ვასილ ქოჩიევი, რომელიც შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, უდანაშაულოდ ცნეს. იგი აქამდეც იმავე სკოლაში მუშაობდა და ისევ ივლის სამსახურში.
დამრიგებელი ლალი (ნელი) სონღულაშვილი (რომელიც არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და ბავშვი უმეთვალყურეოდ დატოვა) დამნაშავედ სცნეს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც გადაკვალიფიცირდა პირობით სასჯელად, ასევე სამი წლით. იგი მუშაობს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში და კვლავ გააგრძელებს პედაგოგობას.

მე?
მე დარჩენილი ცხოვრება ვივლი საფლავზე, სადაც გაღიმებული სოფის ფოტო შემომყურებს.
ეს სკვინჩას ბოლო დღის ფოტოა...
ჩემი 16-წლიანი გაელვება, ჩემი ნაბოლარა და სასწაულად დაუდგრომელი, გულიანი, ფხუკიანი, თბილი და ვერცხლისწყალა შვილი, წაიყვანეს და არ დამიბრუნეს...
და სად შეიძლება საქართველოში სამართლის პოვნა?!"
8693
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
მარი
2
არ ვიცი ეს ამბავი,მაგრამ არც სკოლას აქვს ფუნქცია და არც მასწავლებლებს...ვინ უჯერებს მასწავლებელს დღეს?
10:15 / 18-08-2022
sara
11
ვაი დედა, გასკდა გული, როგორ ველოდი, რომ ვიღაც მაინც დაისჯებოდა, რომ ადამიანებს სამართლის პოვნის პაწია იმედი გასჩენოდათ და რომ მეტ ყურადღებას გაიჩენენ ამის შემდეგთქო პედაგოგები, არააააა, პირიქით, ნახეთ რა ქნეს? სამარცხვინოები, ორივე პედაგოგი, რად გინდათ თავი ცოცხალი, პატარა სიცოცხლით სავსე გოგო მიწაში წევს თქვენი უყურადღებობის გამო და თქვენ ისევ სკოლაში დაბრუნდით? თავი მოიკალით უნამუსოებო, გრცხვენოდეთ, ბოლო იმედი მოუკალით შვილმკვდარ დედას, მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად და სანუგეშო სიტყვას ვერ ვპოულობ, რომ ეს უბედური დედა ვანუგეშო.
02:04 / 18-08-2022
ედი
0
ღმერთმა მოქცეს გამძლეობა ქალბატონო
01:41 / 18-08-2022
კიეზა
0
ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ ქალბატონო..უდიდესი ტკივილია...ალბათ ათასობით სიცოცე გაქრა საქართველოში უმნიშვნელო დაუდევრობით...ხალხი თავის ტყავშია ისეთი დროა..მაგრამ ასეთი ტრაგედიები ჩვენი საერთო ტკივილია...გავუფრთხილდეთ ერთმანეთს..ეს გადაგვარჩენს მხოლოდ....
23:47 / 17-08-2022
ნანა
3
გავსკდი ტირილით, ამ მაგარ ქალს ვნახავ რომ ჩამოვალ საქართველოში და ჩავეხუტები, მხოლოდ ამას გპირდები ,მეტს ვერაფრით განუგეშებ სამწუხაროდ. მასწავლებლებს კი კანონი თუ არ მოსთხოვს სხვანაირად დასჯის უფალი.თუმცა უბედური შემთხვევა ყველგან ხდება ,ხან საკუთარი დედის თვალწინაც.
18:00 / 17-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები