ელისაბედ დედოფლის შვილიშვილმა მოლარის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა - ამბობენ, რომ ის დედოფლის ყველაზე საყვარელი შვილიშვილია
ელისაბედ დედოფლის შვილიშვილმა მოლარის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა - ამბობენ, რომ ის დედოფლის ყველაზე საყვარელი შვილიშვილია
დიახ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ლედი ლუიზა უინძორმა, პრინც ედვარდის 18 წლის ქალიშვილმა გამწვანების ცენტრში მოლარის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. მისი ანაზღაურება საათში 6,83 გირვანქა სტერლინგი იქნება (8, 14 დოლარი). მის მოვალეობებში შედის სალაროსთან მუშაობა, კლიენტებთან ურთიერთობა და მცენარეების გადაჭრა-გადარგვა. 
"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე დედოფლის შვილიშვილს გადავეყრებოდი აქ მომუშავეს. ძალიან მოკრძალებული და საყვარელი გოგონაა, კლიენტებთან ყურადღებიანი და ზრდილობიანი. პერსონალიც გიჟდება მასზე. ყოველდღე ხომ ვერ იყიდი ბეგონიას სამეფო ოჯახის წევრისგან", - ამბობენ ლედი ლუიზას კლიენტები.
mshoblebi
გოგონა პარალელურად სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში ისწავლის ინგლისურ ენას - ამ
კვირაში გახდა ცნობილი, რომ გამოცდები
წარმატებით ჩააბარა. 

მას დედოფლის საყვარელ შვილიშვილად იცნობენ. გოგონა დიდ დროს ატარებს ბებიასთან, მასავით უყვარს საცხენოსნო სპორტი, ღონისძიებებშიც მონაწილეობს. ერთხელ უქმეებზე თავისი სურვილით დაიტოვა უილიამისა და კეიტის შვილები და მათზე ზრუნავდა, სანამ ისინი ბალმორალში იყვნენ ოფიციალურ ვიზიტზე.
გარდა ამისა, გოგონას ძალიან უყვარს ხატვა და ამბობენ, რომ პრინცესა შარლოტასაც უტარებს ხოლმე ხატვის გაკვეთილებს. 
mshoblebi
საინტერესო ფაქტია ასევე მისი ცხოვრებიდან, რომ ლედი ლუიზამ სრულიად შემთხვევით შეიტყო "ლედის" ტიტულის ფლობის შესახებ. ეს მისთვის თანაკლასელებს უთქვამთ. პრინცი ედვარდი და მისი მეუღლე ბავშვობიდან ძალიან მოკრძალებულად ზრდიან გოგონას და მის ძმას. სამეფო ტახტის მემკვიდრეთა რიგში ლედი ლუიზა მეთექვსმეტეა. მამამისი კი, პრინცი ედვარდი, ელისაბედ დედოფლის მესამე, ნაბოლარა ვაჟი, მეთოთხმეტეა ტახტის მემკვიდრეთა რიგში.


5859
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
სტატუს ქუო
4
არ მიყვარს ნებისმიერი სამეფო გვარის წევრები,რადგან მიმაჩნია,რომ მათ პრივილეგიები დაუმსახურებლად,მუქთად აქვთ გადმოცემული წინაპრებისაგან.მაგათი მსგავსი პირობები ჩვენს შვილებს რომ ჰქონდეთ,ისინიც არანაკლებები გაიზრდებოდნენ.
14:14 / 20-08-2022
თათიას და ტოტო-ს!
13
მალე ნახავთ ინგლისში სხვა გადასახადებთან ერთად, მარტო გაზი რა ეღირება.
04:07 / 20-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები