მეგან მარკლმა ახლახან ერთ-ერთ პოდკასტში სამეფო ოჯახის საშინელი საიდუმლო გასცა, რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა. როგორც ცნობილია, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ჯერ კიდევ 2020-ში Spotify-სთან 24-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც მათი მხრიდან პოდკასტების რეგულარულად გამოქვეყნებას ითვალისწინებდა. რამდენიმე დღის წინ, როგორც იქნა, მეგან მარკლმა კეთილი ინება და პირველი ეპიზოდი ჩაწერა, სახელწოდებით „არქეტიპები“. საპრემიერო გამოშვების სტუმარი მეგანის მეგობარი, ლეგენდარული ჩოგბურთელი სერენა უილიამსი იყო. მეგანმა მასთან სტერეოტიპებსა და იმ ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა, რომელთან შეჯახებაც თანამედროვე დროში უამრავ ქალს უწევს
ქალბატონებმა ბევრ რამეზე ისაუბრეს და სწორედ ამ პროცესში პრინცი ჰარის მეუღლემ 3 წლის წინანდელ შემთხვაზე წამოიწყო საუბარი. როგორც თქვა, ეს უბედური შემთხვევა, როგორც ორი შვილის დედას, სამუდამო კოშმარად დაამახსოვრდა.
2019 წლის სექტემბერში მეგანი, ჰარი და იმ დროისთვის 4 თვის არჩი ათი დღით აფრიკაში სამოგზაუროდ წავიდნენ. დაბინავდნენ, არჩი ძიძას დაუტოვეს და მაშინვე ქალაქ ნიანგაში გაემართნენ, სადაც მეგანი სიტყვით უნდა გამოსულიყო. ამ დროს მათი პირმშო კინაღამ ხანძარში დაიღუპა.
არჩის ძიძა ლორენი უვლიდა. როცა ბავშვმა დაიძინა, ქალმა ვახშმობა გადაწყვიტა. ბიჭუნა რომ მარტო არ დაეტოვებინა, ქვედა სართულზე, თავისთან ახლოს ჩაიყვანა. ამ დროს ბავშვის ოთახში გამათბობელ სისტემას ცეცხლი გაუჩნდა.

„სახლში დეტექტორი არ იყო. როცა სუნი იგრძნეს, ოთახი უკვე იწვოდა, იმ დროს ჩვენს შვილს უნდა სძინებოდა იქ“, - იხსენებდა მეგანი.
"ჯერ კიდევ გზაში ვიყავი, ვიღამაც დამირეკა, ბავშვის ოთახში ხანძარი მოხდაო. რა-მეთქი? - გაოგნებული ჩავეკითხე - და გამიმეორეს: „ბავშვის ოთახი დაიწვაო“.
შოკირებულმა იმგზავრა, ვერ იჯერებდა, რომ მის ერთადერთ შვილს ასეთი საფრთხე ემუქრებოდა. ამბავი პრესას დაუმალეს, რადგან მეგანის თქმით, აჟიოტაჟის ატეხვას აზრი არ ჰქონდა, მათი ტურნე ახალი დაწყებული იყო და ვერ ჩაშლიდნენ. არც ამ თემაზე საუბრის ძალა შესწევდა.
საბედნიეროდ, ეს ამბავი წარსულში დარჩა. მომავალი პოდკასტი კი მეგანს ერტი კვირის შემდეგ ექნება, სადაც მომღერალ მერაია ქერის უმასპინძლებს.
