ცნობილმა უკრაინელმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან კვლავ უკრაინაშია და იქიდან აგრძელებს პაციენტებთან თუ უბრალოდ გულშემატკივრებთან კომუნიკაციას, ამჯერად შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს შემდეგი ტექსტით:
"2022 წლის პირველი სექტემბერი ჩემს უკრაინაში - დღე, როცა ჩემი პაწაწინა ოთახი, რომელსაც ამაყად ჰქვია "პაპას კაბინეტი", ნახევარი დღით შვილიშვილის საკლასო ოთახად გადაიქცევა, ონლაინ-გაკვეთილებისთვის...
რა თქმა უნდა, პაპა მოითმენს და დაეხმარება ბავშვებს, რომ სწორად ისწავლონ და აუცილებლად უამბობს, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი".