რამდენიმე თვის წინ, სრულიად მოულოდნელად, გიორგი კეკელიძემ ფეისბუქით გამოაქვეყნა გამოსამშვიდობებელი პოსტი, სადაც დეპრესიაზე წერდა და მეგობრებს ემშვიდობებოდა. საბედნიეროდ, კეთილმა ადამიანებმა მიუსწრეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს და გადაარჩინეს. ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელი და დამზაფრავი იყო.
როგორც აღმოჩნდა, გიორგი დეპრესიას ებრძოდა. რეაბილიტაციის პროცესი დღემდე გრძელდება. საზოგადოება დაინტერესებულია გიორგის ამჟამინდელი მდგომარებით. მან დეპრესია უკვე დაამარცხა, თუმცა, სრულ გამოჯანმრთელებამდე წინ კიდევ აქვს გასავლელი გზა. საკუთარი მდგომარეობის შესახებ გიორგი ისევ ფეისბუქის გვერდზე წერს:
"დეპრესია დავამარცხე. ახლა ვებრძვი შფოთვებს. ჯოჯოხეთურია ეს ბრძოლა, მაგრამ არ მრცხვენია, რადგან ადამიანი ვარ და ,,არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის". აუცილებლად გავიმარჯვებ და დაგიბრუნდებით".