პრინცმა უილიამმა ემოციური წერილი დაწერა დედოფლის სახსოვრად. წერილი სოციალურ ქსელში გამოჩნდა:
"ხუთშაბათს მსოფლიომ დაკარგა გამოჩენილი ლიდერი, რომელიც აბსოლუტურად ერთგული იყო ქვეყნის, სამფოსი და თანამეგობრობის. უახლოეს დღეებში ბევრი ითქმება მისი მმართველობის ისტორიულ მნიშვნელობაზე... თუმცა მე ბებია დავკარგე. და მართალია, მე ვიგლოვებ ამ დანაკარგს, ასევე თავს ვგრძნობ საოცრად მადლიერად ამ რთულ დროს. მადლიერი ვარ მისი სიბრძნის და იმ ნუგეშის გამო, რასაც ის ჩემთვის წარმოადგენდა...
ჩემი შვილები მასთან ატარებდნენ არდადეგებს და საბედნიეროდ, მოასწრეს მოეგროვებინათ მოგონებები, რომლებიც მთელი დარჩენილი ცხოვრება მათთან იქნება...
ის ჩემთან იყო ყველაზე ბედნიერ მომენტებში და ასევე ჩემ გვერდით იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ნაღვლიან დღეებში. მე ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა, მაგრამ გავა გარკვეული დრო, სანამ რეალურად გავაცნობიერებ, რომ ბებია აღარაა...
მადლობელი ვარ მისი სიკეთის, რომელსაც ჩემ და ჩემი ოჯახის მიმართ იჩენდა. მადლიერი ვარ მისი ჩემი თაობის სახელით, რადგან მოგვცა მაგალითი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მსახურების და ღირსების, რომელიც შეიძლება, ცოტა ძველმოდური იყო, თუმცა ყოველთვის აქტუალური ყოველი ჩვენგანისთვის. ბებიამ ერთხელ მითხრა, რომ მწუხარება ეს საფასურია, რომელსაც სიყვარულისთვის ვიხდით. მთელი ის დარდი, რასაც განვიცდით უახლოესი კვირების განმავლობაში, იქნება იმ სიყვარულის დასტური, რომელსაც ვგრძნობდით ჩვენი გამოჩენილი დედოფლისადმი. პატივს მივაგებ მის სახელს და ყველანაირად დავუდგები გვერდით მამაჩემს, მეფეს".